კალათბურთი

ლეგიონერები

thebuzz.nba: გახსოვთ გოგა ბითაძის იგნორირება? - ის ახალწვეულებს შორის ბლოკებში საუკეთესოა!

AutoSharing Option
thebuzz.nba-მ წინასადრაფტო პერიოდში ჩატარებული პრესკონფერენია გაიხსენა, სადაც ჟურნალისტების ყურადღება ზიონ უილიამსონმა მიიქცია, ბითაძე კი მაგიდასთან ეულად იჯდა.

ვებ-გვერდმა ეს ფოტო გამოაქვეყნა და ნიშნისმოგებით აღნიშნა:

"გახსოვთ გოგა ბითაძე, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა უილიამსონის გვერდით უყურადღებოდ დატოვეს?

ბითაძე ახალწვეულებში საშუალოდ მატჩში 1.8 ბლოკით საუკეთესოა და ამას გარდა, მის ანგარიშზე საშუალოდ 6.3 ქულა და 4.3 მოხსნაა".