კალათბურთი

ლეგიონერები

"ბასკონიამ" 1 ქულით მოიგო - თორნიკე შენგელია მატჩის MVP იყო

AutoSharing Option
8 დეკემბერს, ლიგა ენდესას მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ვიტორიაში 87:86 დაამარცხა "ხუვენტუტი".

"ბასკონიამ" პირველი მეოთხედი 16 ქულით მოიგო, მაგრამ "ხუვენტუტმა" თამაშში დაბრუნება მოახერხა, თუმცა მასპინძლებმა საბოლოოდ მაინც იმარჯვეს.

შენგელიამ 31:12 წუთში 19 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 პასი მიითვალა და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

შენგელიაზე მეტი, 20 ქულა მხოლოდ ხუვენტუტელმა კლემენ პრეპელიჩმა ჩააგდო.

კარგად გაისარჯა საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი, რომელიც "ბასკონიას" 16 ქულით შეეწია.

"ბასკონია" 6 მოგებით
მეცხრე ადგილზეა და 15 დეკემბერს სტუმრად "მურსიას" შეხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ