კალათბურთი

ლეგიონერები

გოგა ბითაძის 1 ქულა 9 წუთში - "ინდიანა" დამარცხდა

AutoSharing Option
3 იანვარს "ინდიანა პეისერსმა" NBA-ს რეგულარული სეზონის ფარგლებში "დენვერს" უმასპინძლა და ანგარიშით 116:124 დამარცხდა, გოგა ბითაძემ კი პარკეტზე 9:16 წუთი გაატარა.

ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ზუსტად ისროლა და შეხვედრა 1 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა. 

მატჩში ყველაზე მეტი, 30 ქულა ჯერემი ლამბმა ჩააგდო. მაილს ტერნერმა 21 ქულა მიითვალა, ხოლო დომანტას საბონისმა - 18.

"დენვერიდან" 25 ქულით მაიკლ პორტერი გამოირჩა.

ამ მარცხის შემდეგ "ინდიანას" 22 მოგება დარჩა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩს
გოგა ბითაძის "ინდიანა" 5 იანვარს, სტუმრად "ატლანტასთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.

altბითაძემ მისთვის გამოყოფილი წუთები ისევ შედეგიანად გამოიყენა


ტეგები: