კალათბურთი

ლეგიონერები

გომელსკი: შენგელიას სტაბილური სროლა არა აქვს, სამაგიეროდ სხვა პლუსები გააჩნია

AutoSharing Option
ცნობილმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ ცსკა-ს ახალწვეულის, თორნიკე შენგელიას შესაძლებლობები შეაფასა და ევროლიგის ახალი სეზონის მოლოდინზე ისაუბრა.

"შენგელია მძლავრი ფორვარდია, შესანიშნავი "ფიზიკა", ლიდერული ხასიათი, სამწამიან ზონასთან თამაშის ჩინებული უნარები გააჩნია და დაცვაშიც კარგად ირჯება. სამწუხაროდ, მას საშუალო და შორი დისტანციიდან სტაბილური სროლა არა აქვს. ამ ნაკლის კომპენსირებას მოკლე და გრძელი დრიბლინგით ახერხებს, ძალიან სახიფათოა ფარქვეშ შესვლისასაც. იცის და სიამოვნებით მონაწილეობს გუნდურ თამაშში, ფლობს კარგ პასს, როგორც ცენტრში, ასევე რკალში.

ნებისმიერი დონის მოთამაშისთვის პირველი სეზონი გუნდში ყოველთვის რთულია. ძალიან მინდა, რომ თორნიკემ
რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს ახალ გუნდში ადაპტირება, მოსკოვში კარგად მოეწყოს, თავი კომფორტულად იგრძნოს. მომავალი სეზონი კი საკმაოდ საინტერესო, მწვავე და აზარტული იქნება".

ასევე დაგაინტერესებთ