ბერიშვილმა მოედანზე 38:29 წუთი გაატარა და 18 ქულა, 11 მოხსნა (5 შეტევაში), 8 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. მიშამ 11-დან 5 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
"ალ შამალმა" მე-11 ტურში მე-8 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-3
ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 13 იანვარს, ლიდერ "ალ გარაფასთან" ჩაატარებს.
GBF.GE