მამუკელაშვილს ვერ აჩერებენ, ქართველის მორიგი შესანიშნავი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც 2 დღის წინ ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენციის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, აღნიშნული კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა. რეგულარული ჩემპიონატის მე-5 ადგილზე დასრულების შემდეგ დაიწყო Big East-ის კონფერენციის პლეი ოფი, სადაც, 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა. პირველ წრეში მამუკელაშვილის სეტონ ჰოლის მეტოქე მეოთხეადგილოსანი "სენტ ჯონსი" იყო, რომელსაც “მეკობრეებმა” დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 77:69 დაამარცხა.

შეხვედრა ნიუ იორკის ცნობილ არენა "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა, რაც დამკვიდრებული ტრადიციაა Big East-ის პლეი ოფისთვის. მამუკელაშვილმა თამაშისთვის განკუთვნილი 45 წუთიდან მხოლოდ არასრული 1 წუთი
დაისვენა. ის სეტონჰოლელთათვის შეუცვლელი ლიდერია და ამ მატჩშიც თქვა საკუთარი სიტყვა. ქართველმა ფორვარდმა 16-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 20 ქულას სანდრომ 11 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ეს სანდროს მე-6 ორმაგი დუბლი იყო სეზონში და მე-13 სეტონ ჰოლის კარიერაში. სანდრომ 10 და მეტი ქულა ზედიზედ 14 მატჩში ჩააგდო. სეტონ ჰოლი კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჯორჯთაუნს დაუპირისპირდება, რომელმაც მოულოდნელად ვილანოვას 72:71 სძლია – გუნდს, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი. სეტონ ჰოლისა და ჯორჯთაუნის ნახევარფინალური მატჩი მედისონ სკვერ გარდენში 13 მარტს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 3 /
აი აქ შეგიძლიათ სანდროსთვის ხმის მიცემა: http://www.hoophallawards.com/men/vote.php?fbclid=IwAR0eQuOIs2pSJlj6NHh1FaAYD7t1vHs-CP7O9KCOIkc84JnKXsYLyCBYToM
Levan
17:36 12-03-2021
0
მატჩიც საკმაოდ დაბალ შედეგიანი ყოფილა და მამუკელაშვილის სროლის პროცენტიც,საკმაოზე მეტად დაბალია.ეტყობა დაცვაში თამაშობდნენ ორივე მხარე კარგად,ან კიდევ,დაძაბულობის გამო უჭირდათ ჩაგდება.
სოსო
12:58 12-03-2021
1

სიახლეები პოპულარული