კალათბურთი

ლეგიონერები

თორნიკე შენგელია საქართველოს პრეზიდენტის რეაქციასა და ცსკა-ში გადასვლის მიზეზებზე

AutoSharing Option
დღეს, 30 სექტემბერს, თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის 2021-22 წლების გათამაშებას დაიწყებს. რუსულმა Sports-მა ქართველ ლეგიონერთან ახალ კლუბში გადასვლის პერიოდი და გამოხმაურებები გაიხსენა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამბობს:

"როდესაც ისეთ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა გეძლევა, როგორიც ცსკაა - ევროლიგის ერთ-ერთი ფავორიტი, უბრალოდ ვერ იტყვი -  "არა". მე კონტრაქტის გაფორმებას მაშინ დავთანხმდი, როდესაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლებაც მომცეს. კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, რომ გრძნობდა, ნაკრებში გამოსვლა როგორ მინდოდა.

საქართველოს პრეზიდენტის რეაქცია, რა თქმა უნდა, გადამეტებული და არასწორი გახლდათ. თუმცა, თუკი სხვებიც ასე ფიქრობენ, ვერაფერს შევცვლი."

ცსკა "მილანოს" ესტუმრება. შეხვედრა ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება.

altშენგელიას 13 ქულა და ცსკა-ს დამაჯერებელი გამარჯვება

altთორნიკე შენგელიამ და ცსკა-მ VTB ლიგის სუპერთასი მოიგეს

ასევე დაგაინტერესებთ