კალათბურთი

ლეგიონერები

შენგელიას დაბრუნება და ცსკა-ს გამარჯვება "ჟალგირისთან"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში ტრავმირებული ცსკა-ს მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია მწყობრში ჩადგა და ევროლიგის მე-14 ტურში კაუნასში „ჟალგირისის“ წინააღმდეგ ითამაშა.

ცსკა-მ მეტოქეს უპრობლემოდ სძლია, შენგელიამ კი 13:55 წუთში 3 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 4 პერსონალური შენიშვნა მიიღო, ხოლო მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 1 იყო.

ცსკა 9 მოგებით მე-5 ადგილზეა და 15 დეკემბერს „უნიკსს“ უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ