კალათბურთი

ლეგიონერები

გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ წინახაზელმა გიორგი შერმადინმა კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. იგი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.

ესპანური ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მასთან ერთად სიმბოლურში მოახვედრა მარსელინიო უერტასი ("ტენერიფე"), ნიკო ლაპროვიტოლა ("ბარსელონა"), ძანან მუსა ("ბრეოგანი") და ჩიმა მონეკე ("მანრესა").

საიტზე გიორგის შესახებ საინტერესო რამ წერია: "ქართველმა ცენტრმა მორიგი დიდებული სეზონი ჩაატარა და სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით (21.5), ზუსტ ორქულიანებსა (5.1) და საჯარიმოებში (5.0) მე-2 იყო. გარდა ამისა, მე-3 ადგილზე გავიდა საშუალოდ ჩატენვებში (1.6), მე-5 იყო ქულებით (15.2), მე-6 – დაცვაში მოხსნებში (4.1), საშუალო
პლუს/მინუს მაჩვენებელი კი +3.8 (მე-18) აღმოაჩნდა. გიორგი ტურის საუკეთესო კალათბურთელი 4-ჯერ გახდა“.

ასევე გაირკვა ესპანური ლიგის რეგულარული სეზონის ახალი საუკეთესო მოთამაშე, რომელიც “რიო ბრეგანის” ბოსნიელი ფორვარდი ჯანან მუსა გახდა. შეგახსენებთ, რომ ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გიორგი შერმადინიც გახლდათ, რომელმაც MVP-ის ტიტული 2021 წლის მაისში მოიგო.

gbf

altშერმადინმა ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატი გამარჯვებით დახურა

altგულშემატკივართა გამოკითხვა ვერ მოიგო, თუმცა შერმადინი MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს