შერმადინის "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა. ტენერიფელებმა მეოთხედფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში თურქული "თოფაში" 78:55 გაანადგურეს და ოთხთა ფინალის საგზური ზედიზედ მე-3 წელია მოიპოვეს.

ამ წარმატებაში სოლიდური წილი ქართველ ცენტრს მიუძღვის, რომელიც მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 23:35 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 ორიანი ჩააგდო. შერმადინის ანგარიშზე 12 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. მასზე მეტი ქულა (13) მარსელინიო უერტასმა ჩააგდო,
რომელმაც 10 პასიც მიითვალა.

ოთხთა ფინალი, რომელშიც 3 ესპანური გუნდი გავიდა, 26 და 28 აპრილს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება. ერთ წყვილში ესპანური დერბია: "უნიკახა" "მურსიას" 26 აპრილს დაუპირისპირდება. ამავე დღეს "ტენერიფე" ბერძნულ "პერისტერს" შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალიდან მოულოდნელად მოქმედი ჩემპიონი, გერმანული "ბონი" გამოაგდო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული