კალათბურთი

ლეგიონერები

Basketnews: შენგელიამ მძიმე ტრავმა მიიღო - მას NBA-ში დაბრუნება სურს

AutoSharing Option
"პეზაროსთან" მოგებულ (82:76) იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში "ვირტუსის" ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ მარჯვენა კოჭ-წვივის სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

მან ამ შეხვედრაში 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და სავარაუდოდ, მეოთხედფინალურ სერიაში თავის გუნდს ვეღარ დაეხმარება.

Basketnews-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენგელია ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, ახლა კი იტყობინება, რომ ქართველის სამსახურით ევროლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მაგრამ ყველასთან მოლაპარაკება შეჩერებულია, ვინაიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით NBA-ში დაბრუნება უნდა და ეს მისი მთავარი
მიზანია.

ასევე დაგაინტერესებთ