თავაქარაშვილი კარიერას NCAA-ს "საკრამენტო ჰორნეთში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი და ეროვნული გუნდის კანდიდატი ვლადიმერ თავაქარაშვილი კარიერას ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გააგრძელებს. “დინამო თბილისის” კალათბურთელმა კონტრაქტი NCAA-ს პირველი დივიზიონის გუნდ “საკრამენტო ჰორნეთსთან” გააფორმა.

“20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ეროვნული განზრახვის წერილს მოაწერა ხელი და ის საკრამენტოს 2022/23 წლების სეზონიდან დაეხმარება. მას ეროვნულ ნაკრებში და პროფესიულ კლუბში თამაშის გამოცდილება აქვს. თავაქარაშვილი "ჰორნეტსის" ახალი მწვრთნელის, დევიდ პატრიკის მე-8 შენაძენია. ამით "ჰორნეტსში" კალათბურთელთა რიცხვი 14 გახდა. 8 ახალწვეულიდან 6 უცხოელია, 3 ავსტრალიელი და თითო აფრიკელი, ქართველი და ახალზელანდიელი”, – ვკითხულობთ "საკრამენტო
ჰორნეტსის" ოფიციალურ საიტზე.

ვლადიმერ თავაქარაშვილი "საკრამენტო სტეიტ ჰორნეტსის" წევრი გახდა. კოლეჯთა ლიგის ელიტის მომდევნო სეზონში ის მე-8 ქართველი იქნება. ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგის ელიტაში, NCAA-ს I დივიზიონში კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ითამაშებს, 20 წლის ფორვარდი ვლადიმერ თავაქარაშვილი, რომელიც "დინამო თბილისის" ღირსებას იცავდა. ის საკრამენტო სტეიტ უნივერსიტეტის გუნდ "ჰორნეტსის" წევრი გახდა.

“20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ეროვნული განზრახვის წერილს მოაწერა ხელი და ის "საკრამენტოს" 2022/23 წლების სეზონიდან დაეხმარება. მას ეროვნულ ნაკრებში და პროფესიულ კლუბში თამაშის გამოცდილება აქვს. თავაქარაშვილი "ჰორნეტსის" ახალი მწვრთნელის, დევიდ პატრიკის მე-8 შენაძენია. ამით "ჰორნეტსში" კალათბურთელთა რიცხვი 14 გახდა. 8 ახალწვეულიდან 6 უცხოელია, 3 ავსტრალიელი და თითო აფრიკელი, ქართველი და ახალზელანდიელი”, – ვკითხულობთ "საკრამენტო ჰორნეტსის" ოფიციალურ საიტზე.

დევიდ პატრიკი ("ჰორნეტსის" მწვრთნელი): “ვლადი დიდებული შენაძენია პროგრამისთვის. მისი საერთაშორისო თამაშის გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. ფრთისთვის შესანიშნავი გაბარიტები და სისწრაფე აქვს. ის კარგად ესვრის. ვლადის შემტევი პოტენციალი გუნდს მრავალფეროვანს გახდის პერიმეტრზე. მადლიერები ვართ, რომ მან ჩვენი პროგრამა აარჩია”.

შეგახსენებთ, რომ კოლეჯთა ლიგის ელიტურ დივიზიონში თამაშობენ: რატი ანდრონიკაშვილი (კრეიტონი), საბა გიგიბერია (სან ფრანცისკო), ალექს მერკვილაძე (ლოიოლა), ზურაბ ჟღენტი (ნორზვესტერნი), ცოტნე ცარციძე (ჩრდილოეთი დაკოტა), ნიკა მეცხვარიშვილი (ლუზიანა-მონრო) და ნატალია ოთხმეზური (აიონა).

"საკრამენტო სტეიტ ჰორნეტსი" Big Sky-ს კონფერენციაში თამაშობს. გასულ სეზონში საკრამენტოელები კონფერენციის პლეი-ოფში გავიდნენ და მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ "მონტანა სტეიტთან" წააგეს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ყველას.ნბა-ს ვუსურვებ ყველას.ჯანმრთელობას და გამართლებას ცხოვრებაში და კარიერაში.ამათგან რამდენიმე ნბა-ში რომ დარჩეს,დანარჩენი ევროპის წამყვანი კლუბები დონემდე ხო მაინც ავლენ.ესეც ნაკრების მომავალი.გაიხარეთ,წარმატებები!
ნუკრი
11:53 01-06-2022
0

სიახლეები პოპულარული