კალათბურთი

ლეგიონერები

ბურჯანაძის უქულო თამაში და მისი გუნდის პრინციპული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის გუნდმა ფიბას ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

იტალიურმა "რეჯიო ემილიამ" თურქულ "ქარშიაქას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 74:70 დაამარცხა. ემილიელებს B ჯგუფში 3 ტურის შემდეგ 1 მოგება ჰქონდათ და ლიდერს მასპინძლობდნენ. 4-გუნდიანი ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის და ეს მატჩი რომ წაეგო, ბურჯანაძის გუნდს დარჩენილ 2 ტურში სასწაული თუ უშველიდა. ახლა კი, "ქარშიაქას" დამარცხების შემდეგ, 2-2 მოგება-წაგებით თურქულ გუნდთან ერთად ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქულა ვერ მოიპოვა, მოედანზე საკმაოდ დიდი დრო გაატარა
– 19:38 წუთი ითამაშა და სამივე ღირებულების სროლა 2-2-ჯერ ააცილა. ბურჯანაძემ 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ერთი ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს. გამარჯვებულებს ოსვალდას ოლისევიჩუსმა 18 ქულით ულიდერა, ნეიტ რუვერსმა კი 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ ტურში, 7 დეკემბერს, "რეჯიო ემილია" ათენში აეკ-ს შეხვდება.

GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ