ბურჯანაძე მატჩის MVP გახდა, მისმა გუნდმა ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტ კორუნამ" ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა და ამჯერადაც გუნდს ქართველმა ფორვარდმა ულიდერა. ბურჯანაძე გახდა მატჩის MVP, "კორუნა ბასკეტმა" კი "მენორკა" 105:73 გაანადგურა.

ქართველი ლეგიონერი თამაშში, ტრადიციულად, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე კვლავ ყველაზე მეტი დრო დაჰყო. 24 წუთში ბექამ 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა და რაც მთავარია, გამარჯვებულთაგან მას ჰქონდა ყველაზე მეტი სარგებლიანობის ინდექსი – 20.

ამ გამარჯვებით ბურჯანაძის გუნდმა შეინარჩუნა Leb Oro-ს ლიდერობა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ესპანეთის უმაღლეს
– ლიგა Endesa-ს. კორუნელებს 27 მატჩიდან 21 მოგება აქვთ და შემდეგ ტურში, 6 აპრილს, სტუმრად "ოურენსეს" დაუპირისპირდებიან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული