მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი - 29 ქულიან სამმაგამდე სანდროს 3 გადაცემა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდმა" "სკაიჰოუსი" 120:116 დაამარცხა.

ტრადიციულად ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, ქართველმა კალათბურთელმა თავი 29 ქულით (11/20), 16 მოხსნით (10 მეტოქის ფარზე), 7 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

მოგეხსენებათ, "მილუოკი ბაქსში" დიდი კონკურენციის და გამო სანდრო სათამაშო დროს NBA-ის განვითარების ლიგაში იღებს და შესანიშნავადაც გამოიყურება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ვიცი,რამდენიმე დღის წინ,მილუოკიმ ოვერტაიმში რომ გაიმარჯვა,მაშინ ათამაშეს რადენიმე წუთი,მაგრამ მხოლოდ სხვებს ეხმარება,შეტევაში პარტნიორები უბრალოდ იგნორს უკეთებდნენ.მესამე პერიოდის ბოლო წამზე,პარტნიორმა თვითონ რომ ვერ შესძლო სროლა,მას მიაგდო ბურთი და მანაც იმის შიშით,სირენამ არ მომისწროსო,ბურთს ადრე გაუშვა ხელი.შედეგად,ბურთმა კალათამდე ვერ მიაღწია და სამწუხაროდ ეს იყო მისი ერთადერთი მცდელობა.შარშან მას მეტი შანსი და ნდობა ჰქონდა,მილუოკიში.არ ვიცი,ნაკრების ბიჭები როგორ ემზადებოდნენ ევროპის ჩემპიონატისათვის,შესაძლოა ფსიქოლოგიური ტრავმაც მიიღეს.ფაქტია,რომ ეს სეზონი არავისთვისაა საუკეთესო.თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდეც რომ ჩავარდნილი იყო გუნდი,ეგეც ხომ გვახსოვს.
სოსო
22:09 07-01-2023
0

სიახლეები პოპულარული