ბითაძის 10 ქულა 16 წუთში - "ორლანდო" "კლივლენდთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და 113:117 დამარცხდა. "მეჯიქის" რიგებიდან ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ მოედანზე 16:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 მოხსნა დააგროვა.

"ორლანდოს" რიგებიდან საუკეთესო მარკელ ფულცი გახდა. გამთამაშებელმა საკუთარ გუნდს 23 ქულა, 2 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი შესძინა.

"კლივლენდის" ლიდერმა დონოვან მიტჩელმა 43 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.

ამრიგად, "მეჯიქი" 34 გამარჯვებითა და 45 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. "ორლანდო" მომდევნო მატჩს 7 აპრილს კვლავ "კლივლენდის"
წინააღმდეგ გამართავს.

"კავალიერსი" 50 მოგებითა და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა.

altგოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?

altოფიციალურად: ბითაძე კარიერას "ორლანდო მეჯიქში" გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული