შენგელიამ ევროლიგის სეზონი მილანთან 15 ქულითა და გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა, რასთან ერთადაც ტურნირში ასპარეზობა დაასრულა თორნიკე შენგელიას ვირტუსმა. ბოლონიურმა გუნდმა 14 მატჩი მოიგო, 20 წააგო და 18-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა. პლეი ოფში 8 საუკეთესო გავიდა.

ბოლო ტურის მატჩში "ვირტუსმა" თანამემამულე "მილანს" უმასპინძლა და 89:84 დაამარცხეა. სატურნირო თვალსაზრისით ეს შეხვედრა არცერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტდა – ბოლონიელთა მსგავსად მილანელებს ევროლიგაში რთული სეზონი ჰქონდათ და პლეი ოფში ვერ გავიდნენ.

მაჟორულ ნოტზე დაასრულა წლევანდელი ევროლიგა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 15 ქულა (7/4 ორქულიანი, 2/1
სამიანი, 5/4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 დაფარება, 7 პასი, 2 ჩაჭრა. 25 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა მის თანაგუნდელ დანიელ ჰაკეტს, მარკო ბელინელიმ 21 ქულა ჩააგდო.

ბოლონიელები ახლა მთლიანად იტალიის ჩემპიონატზე გადაერთვებიან, სადაც უახლოესი შეხვედრა 16 აპრილს "ტრენტოსთან" ელით.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გინდოდა თოკო იმ დედა აფეთქებულ ღრუსეთში,მშვენიერ გუნდში იყავი,ყველაფერთან ერთად უიღბლოც ყოფილხარ ეხლა მოუნდა ამერიკას ომობონა,გეგონება სვინიები ტაშს დაუკრავდნენ,უი შეგვეშინდაო
ნიკო
03:25 17-04-2023
0

სიახლეები პოპულარული