ნახევარფინალური სერიის მე-3 შეხვედრა ბოლონიელებმა სტუმრად მოიგეს. ტორტონამ მეტოქეს სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოო წარმატებისთვის რესურსი და ძალა არ ეყო. შეხვედრა ვირტუსის გამარჯვებით – 89:82 დასრულდა.
შენგელიამ მოედანზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. შენგელიამ 9-დან 3 ორქულიანი,
ვირტუსი ფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე ოლიმპია მილანო იქნება, რომელმაც სასარის მეორე ნახევარფინალში იმავე ანგარიშით 3:0 მოუგო. ფინალური სერიის პირველი მატჩი 10 ივნისს, მილანში გაიმართება.
GBF