"კვარამ" შეუცვლელად ითამაშა - პსჟ-მა "ლე მანს" მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის თასის მერვედფინალში პსჟ-მა გასვლაზე რანგით მესამე დივიზიონის „ლე მანი“ 2:0 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემადგენლობაში როტაცია განახორციელა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში დააყენა. როგორც მოსალოდნელი იყო სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და დუემ დააწინაურა. ხვიჩა თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მისი კარგი პასი პარტნიორმა ვერ გამოიყენა, თვითონაც დაარტყა კარში, მაგრამ მიზანს ააცილა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ ბევრს, თუმცა ერთფეროვნად უტევდა. „კვარამ“ მეილიუ მახვილი კუთხიდან მეკარე ატფუსთან
პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან გატანა ვერ შეძლო. შეცვლაზე შესულმა ბარკოლამ კი მეტოქის დაცვა გაარღვია და ანგარიში გაზარდა. მერე ქართველმა ამჯერად ჰაკიმი გაიყვანა მეკარესთან ერთი ერთზე და ვერც მან ვერ მოახერხა გატანა. ბოლოს სტუმრებმა სახიფათო მომენტი შექმნეს - დუეს ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარე საფონოვმა მოიგერია და საბოლოოდ - 0:2.

მომდევნო მატჩს პსჟ 8 თებერვალს ჩაატარებს - ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში „მონაკოს“ უმასპინძლებს.

ლე მანი. „მარი მარვინგტი“
ლე მანი - პსჟ 0:2
გოლები: 0:1 დუე (25), 0:2 ბარკოლა (71)

მკითხველის კომენტარები / 36 /
კვარამ გუშინ დუბლ შემადგენლობაში შესამჩნევად ითამაშა, მაგრამ ისევ ვერ გაიბრწყინა! კარგი პასები აკეთა! მაგრამ - 0 დრიბლინგი! 0 ასისტი! 0 გოლი!
პარტნიორები, აქაც ნაპოლივით აიგნორებენ.

მოკლედ უნდა დარჩეს ბაზაზე და მეტი ივარჯიშოს დარტყმებზეც და სისწრაფის დაბრუნებაზეც!

ასე მეგონა 40 წლის ვეტერანს ვუყურებდი შეტევისასას!
დაცვაში კი, შესანიშნავად გაისარჯა!

ყველა 2023 წლის სუპერ ვარსკვლავს ველოდებით!!!
Ზაზა
11:47 05-02-2025
0
მე უფრო მგონია პირველი გოლის კომპლექსი აქვს, ზედმეტად ნერვიულობს, ძალიან მონდომებულია და ჩქარობს. ისე კი აზროვნებით თითქმის ყველას ჯობია, ბარკოლასაც, თუმცა ისიც კარგი ბიჭია, განსაკუთრებით სისწრაფე აქვს მაგარი. როგორც კი გაიტანს ხვიჩა პირველ ბურთს, მერე ნახეთ მაგის აწყვეტა.
გიგო პაპა
11:10 05-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული