ერიკ გორდონი: კრის პოლი რომ გვყოლოდა, სერიას მოვიგებდით

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" მცველი ერიკ გორდონი დარწმუნებულია, რომ ტეხასური გუნდი ფინალში გავიდოდა, გუნდთან ერთად ბოლო მატჩში კრის პოლი რომ ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სერიის მე-7 მატჩში "ჰიუსტონი" სტუმრად დაამარცხა და სერიაში 4:3 მოიგო, რითაც NBA-ს ფინალის საგზური მოიპოვა.

altზაზა ფაჩულია ზედიზედ მეორედ NBA-ს ფინალში! - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონი" ჩამოიტოვა [VIDEO]


კრის პოლმა ტრავმის გამო ბოლო ორი მატჩი გამოტოვა.

"ყველაზე საწყენი ის არის, რომ ამ სერიას მოვიგებდით, ერთი ფლეიმეიკერი რომ გვყოლოდა. ამის შესახებ ვიცით. კრისი რომ გვყოლოდა,
მოედანზე რომ გამოსულიყო, ფინალში ჩვენ გავიდოდით. ეს ძალიან რთულია", - ციტირებს გორდონის სიტყვებს ESPN.com-ი.