ბითაძის შედეგიანი მატჩი - "ორლანდო" "ჰიუსტონთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და 108:116 დამარცხდა.

"მეჯიქიდან" გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, გოგამ 23 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ჰიუსტონის" ერთ-ერთი ლიდერი ჯეილენ გრინი გახდა, უკანახაზელმა 37 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

"ორლანდოს" ლიდერმა პაოლო ბანკერომ საკუთარ გუნდს 39 წუთში 31 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "მეჯიქი" 32 მოგებითა და 38 წაგებით მე-8
ადგილზეა, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 22 მარტს "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჰიუსტონ როკეტსი" 45 გამარჯვებითა და 25 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, ტეხასელები 22 მარტს "მაიამი ჰიტს" შეხვდებიან.

alt"ბითაძე "იუტასთან" კვლავ სასტარტოში იყო - "ორლანდო" კვლავ დამარცხდა [VIDEO]

altბითაძე ძირითად ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "პორტლენდთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

alt"ორლანდოს" ბითაძე დაუბრუნდა - "მეჯიქი" "მაიამისთან" ოვერტაიმში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული