ის წავიდა - მანუ ჯინობილიმ კარიერა დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ანტონიო სპურსის" ლიდერმა მრავალი წლის განმავლობაში, მანუ ჯინობილიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სათამაშო კარიერა დაასრულა.

ივლისში არგენტინელ კალათბურთელს 41 წელი შეუსრულდა. ჯინობილიმ პროფესიულ კალათბურთში 23 სეზონი გაატარა.

არგენტინელი 1999 წლის დრაფტზე 57-ე ნომრად აირჩიეს. მან ტეხასური გუნდის მაისურით 1057 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 25.4 წუთში 13.3 ქულას, 3.8 გადაცემას, 3.5 მოხსნას და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა.

ჯინობილისთან ერთად "სან ანტონიომ" NBA 4-ჯერ - 2003, 2005, 2007 და 2014 წლებში მოიგო. 2004 წელს არგენტინის შემადგენლობაში ის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

"დღეს, საპირისპირო გრძნობების
პირობებში, კალათბურთიდან წასვლის შესახებ ვაცხადებ. დიდი მადლობა ყველას (ოჯახს, მეგობრებს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, თანამშრომლებს, გულშემატკივრებს), ვინც ჩემი ცხოვრების ბოლო 23 წელიწადში მონაწილეობდა. ეს საოცარი მოგზაურობა იყო. რეალობამ ჩემს ყველაზე თამამ ოცნებებსაც გადააჭარბა", - დაწერა ჯინობილიმ "ტვიტერში".

altროცა არ გინდა და მაინც ვარდება - მანუ ჯინობილის კურიოზი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
შესანიშნავი კალათბურთელი იყო, ყოველთვის მაოცებდა არგენტინის ნაკრებში მისი ძალიან მაგარი თამაში, ბოლომდე გულით თამაშობდა. ჯინობილი-ნოჩიონი-სკოლა და პლიუს დელფინო, პრიჯიონის თამაში, ეროვნული ნაკრებისთვის მეტი თავდადების გამოჩენა წარმოუდგენელია, უკვე ვეტერანებიც 37-38 წლის ასაკში ბოლომდე იხარჯებოდნენ
გულშემატკივარი
13:28 28-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული