შემადგენლობაში კვლავ არ გამოჩენილა "პისტონსის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს.
პარკეტზე საუკეთესო მასპინძელთა კალათბურთელი ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც 39:37 წუთში 34 ქულას, 5 პასს და 10 მოხსნას მოუყარა თავი.
"იუტას" მხრიდან კი მიჩელ დონოვანმა მოახერხა 26 ქულის, 5 პასისა და 5 მოხსნის მოგროვება.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედი "დეტროიტმა" 18-ქულიანი სხვაობით მოიგო, მატჩში გამარჯვება მაინც ვერ მოახერხა.
ამ მარცხის შემდეგ "პისტონსი" 17 მოგებითა და 20 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში
ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ მატჩს 8 იანვარს "სან ანტონიოსთან" გამართავს.
ზაზა ფაჩულიამ ზედიზედ ორი მატჩი გამოტოვა - რა სჭირს ქართველ კალათბურთელს?