ვინ გახდება NBA-ს საუკეთესო ახალწვეული? - დრაფტის მონაწილეებმა არჩევანი გააკეთეს

AutoSharing Option
2019 წლის დრაფტის კალათბურთელებმა ტრადიციულ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა და უპასუხეს, ვინ გახდება 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ახალწვეული.

პირველი ადგილი "პელიკანსის" ახალწვეულმა ზაიონ უილიამსონმა დაიკავა, რომელიც დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. მან ხმების 35 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზე ჯა მორენტი გავიდა ("მემფისი" - 27%), მესამე პოზიცია არ ჯეი ბარეტმა ("ნიქსი" - 5%) და კამერონ რედიშმა ("ატლანტა" - 5%) დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დრაფტზე გოგა ბითაძე მე-18 ნომრად "ინდიანა პეისერსმა" აირჩია.