22 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.
საკმაოდ უხვქულიანი მატჩი გაიმართა მილუოკიში, სადაც ადგილობრივმა" ბაქსმა" "პორტლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 137:129 დაამარცხა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 37 ქულა სიჯეი მაკკოლუმმა ჩააგდო, რასაც 10 პასი და 6 მოხსნა მიამატა. სკალ ლასიბიერიმ კი 22 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.
მასპინძლებიდან კი ერიკ ბლედსოუ და იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩნენ. ბლედსოუმ 30 ქულა მიითვალა, ხოლო იანისმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - ბერძენმა 24 ქულა, 19 მოხსნა და 15 პასი ჩაიწერა აქტივში.
აღსანიშნავია, რომ იანისმა გადაცემების პირადი რეკორდი დაამყარა. აქამდე ბერძენს ერთ მატჩში 15 პასი არასდროს გაუკეთებია.
"ფინიქს სანსი" "ნიუ ორლეანთან" 121:124 დამარცხდა. სტუმრებიდან ბენი ინგრემი და ჯეიჯეი რედიკი გამოირჩნენ. ინგრემმა 28 ქულა ჩააგდო, რედიკმა - 26. მასპინძლებიდან კი კელი ოუბრიმ 25 ქულა მიითვალა.