მაიკლ ჯორდანი: წლების განმავლობაში გვამცირებდნენ, სულს გვართმევდნენ...

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზისა" და NBA-ს ლეგენდა მაიკლ ჯორდანმა ახსნა მიზეზი, თუ რამ გადააწყვეტინა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდი თანხის ჩადება.

"ჩვენ, აფროამერიკელებს, დიდი ხნის განმავლობაში გვამცირებდნენ, სულს გვართმევდნენ. ამის მოთმენა აღარ შეიძლება, გარდამტეხი მომენტი დადგა.

ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. ჩვენი საზოგადოება უკეთესი უნდა გახდეს იმ კუთხით, რაც რასობრივი ურთიერთობის პრობლემებს შეეხება", - განაცხადა ჯორდანმა.

თავად მაიკლი და მისი კომპანია "Jordan Brand"-ი მომავალი 10 წლის განმავლობაში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 100 მილიონი დოლარით დააფინანსებენ.

მომზადებულია The Charlotte Observer-ის მიხედვით