ლებრონმა ჯორდანის რეკორდი მოხსნა! - "ლეიკერსმა" "ატლანტას" შედეგიან კალათბურთში აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ატლანტა ჰაუქსს" უმასპინძლა და 134:118 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 32 ქულა, 8 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა 4 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა. აღსანიშნავია, რომ 4 ჩაჭრით "მეფემ" ელვინ რობერტსონი ჩამოიშორა და ისტორიაში მე-10 ადგილზე გადავიდა. ამ მომენტისთვის ლებრონს კარიერაში 2113 ჩაჭრა აქვს, მე-9 ადგილზე კი ჰაკიმ ოლაჯუონი (2164) გახლავთ. 1-ელ ადგილს კი "იუტას" ყოფილი ლიდერი ჯონ სტოქტონი (3265) იკავებს.

ჯეიმსმა ასევე რიგით მე-10 25+ ქულიანი შეხვედრა გამართა, რითაც მაიკლ ჯორდანს გადაასწრო (ჯორდანი
მაშინ 34 წლის იყო, ლებრონი კი - 37-ის).

გამოსარჩევია მალიკ მონკის თამაშიც. 23 წლის კალათბურთელმა თავი 29 ქულით, 4 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

"ჰაუქსის" მხრიდან ტრეი იანგმა 25 ქულა, 9 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, აღსანიშნავია 9 დაკარგვაც.

ამრიგად, "ლეიკერს" 21 მოგებითა და 19 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 10 იანვარს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ გამართავს.

"ატლანტა" 17 გამარჯვებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი იმავე 10 იანვარს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული