ბრძოლა ბოლო წამამდე და აცილებული სროლა..."კელტებმა" "ბაქსის" შეცდომა ვერ გამოიყენა და დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 მარტს, "მილუოკი ბაქსმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 121:119 დაამარცხა.

"ბაქსის" რიგებიდან საუკეთესო კრის მიდლტონი გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 13 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

აშკარად ჩააგდო შეხვედრა ლიგის მოქმედმა საუკეთესო მოთამაშემ, იანის ანტეტოკუნმპომ, რომელმაც "კელტების" წინააღმდეგ 13 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება "ბოსტონს", გამოირჩა ჯეილინ ბრაუნი, რომელმაც თავი 24 ქულას, 10 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

ჯეისონ ტეიტუმმა 18 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი
გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "მილუოკი" 29 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. "ბოსტონი" 21 გამარჯვებითა და 23 წაგებით ამავე კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.

ეს გუნდები 27 მარტს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული