დედაქალაქელებს უესტბრუქის სასწაულმა ჩატენვამ ვერ უშველა.. [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 31 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, 104:114 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო რასელ უესტბრუქი გახლდათ, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 15 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

რუი ჰაშიმურამ თავი 30 ქულით, 4 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

რაც შეეხება "შარლოტს", გამოირჩა გორდონ ჰეივარდი, რომელმაც აქტივში 26 ქულა, 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ტერი როზიემ 27 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, 17 გამარჯვებითა და
29 მარცხით "ვიზარდსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. "ჰორნეტსი" ამავე კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

დედაქალაქელები მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავენ. "შარლოტი" იმავე რიცხვში "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდება.

altაღმოსავლეთის ლიდერი ზედიზედ მეორედ დამარცხდა! შანსი სუპერგუნდს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული