"ბოსტონის" დაცვა სუპერვარსკვლავურ "ბრუკლინს" შანსს არ აძლევს - "კელტებმა" მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბოსტონ სელტიკსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 114:107 დაამარცხა. მანამ, სანამ სტატისტიკურ მიმოხილვაზე გადავალთ, უნდა ვთქვათ, რომ "კელტების" დაცვის ბარიერის გადალახვა სტუმართა მწვრთნელისთვის, სტივ ნეშისთვის, ურთულესი გამოწვევა გახლავთ. აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყების წინ მარკუს სმარტს წლის საუკეთესო დამცველის ჯილდო გადასცეს.

მასპინძელთა მხრიდან ჯეილინ ბრაუნმა თავი 22 ქულით, 4 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 19 ქულა, 6 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

გამოსარჩევია გრანტ უილიამსის გამოსვლაც, 23 წლის კალათბურთელმა 17
ქულა (4/4), 6 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა.

"ნეტსის" შემადგენლობიდან კევინ დურანტმა აქტივში 27 ქულა (18/20 საჯარიმო სროლა, 4/17 თამაშიდან), 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ბრუს ბრაუნმა 23 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "კელტები" სერიაში 2:0 დაწინაურდა, მომდევნო 2 თამაში "ბრუკლინის" მოედანზე 24 და 26 აპრილს ჩატარდება.

სხვა შეხვედრები:

"ტორონტო რეპტორსი" - "ფილადელფია" - 101:104 (სერიაში ანგარიში - 0:3)

"მილუოკი ბაქსი" - "ჩიკაგო ბულზი" - 110:114 (სერიაში ანგარიში 1:1)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული