"ინდიანა" ბითაძის გაცვლას აპირებს, ფავორიტი "ვიზარდსია"

AutoSharing Option
"ვაშინგტონ ვიზარდსს" გამთამაშებლის დამატება სურს. The Athletic-ი წერს, რომ შესაძლოა "ინდიანას" 2 კალათბურთელი, მალკომ ბროგდონი და გოგა ბითაძე, დედაქალაქურ გუნდში აღმოჩნდეს.

"პეისერსი" მიიღებს კენტავიუს კოლდუელ-პოუპს, იშ სმიტსა და 23 ივნისის ლატარიის მე-10 არჩევანის უფლებას. "ვაშინგტონს" მალკომ ბროგდონი და გოგა ბითაძე შეუერთდებიან. ამასთან ერთად, დრაფტზე 31-ე არჩევანის უფლება ექნებათ.

"ბითაძე "ვაშინგტონს" კარგად მოერგება. მათ ცენტრი სჭირდებათ, რადგან გუნდმა მონტრზელ ჰარელი გაუშვა." - წერს The Athletic-ი.

შეგახსენებთ, "ინდიანამ" გოგა დრაფტზე 2019 წელს მე-18 ნომრად აირჩია.

ტეგები: