კალათბურთი

სხვადასხვა

გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს, 1-ელ დეკემბერს, სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის – თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წარდგინებით, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ განცხადება მიიღო.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული.

საერთო-საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე.

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე.

წყარო: gbf


altვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა


ასევე დაგაინტერესებთ