ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ვიქტორ სანიკიძესთან ერთად ბაქოს სტუმრობდნენ ჩვენი ფედერაციის გამგეობის წევრი, ლაშა გამყრელიძე და საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონის, საკალათბურთო კლუბ “რუსთავი 1991”-ის პრეზიდენტი, კობა კობიაშვილი, მთავარი მწვრთნელი, ანატოლი ბოისა და მისი ასისტენტი, კლუბის მენეჯერი – ლევან მიქაბერიძე.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის მხარის მიწვევით იმყოფებოდა. ჩვენი მეზობელი ქვეყანა დაინტერესებულია კალათბურთის განვითარებით და ამ მხრივ რეგიონში მეტი გამოცდილებისა და შედეგების მქონე საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს. ვიქტორ სანიკიძე და ჩვენი დელეგაციის
წევრები ბაქოში 2 მინისტრს შეხვდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი აზერბაიჯანის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

აზერბაიჯანის განათლების მინისტრმა ამინ არმულაიევმა, რომელიც ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, ქართულ დელეგაციას საკუთარ ოფისში უმასპინძლა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ურთიერთობების გაღრმავებაზე და საკალათბურთო მეურნეობის განვითარებაზე ისაუბრა. დაიგეგმა რამდენიმე პროექტი, რომლის განხორციელებაც როგორც აზერბაიჯანში, ისე მთლიანად ამიერკავკასიისა და შუა აზიის რეგიონში კალათბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს.

შეხვედრისას დაიგეგმა და 17 აპრილს ჩატარდება საჩვენებელი, ამხანაგური შეხვედრა აზერბაიჯანისა და საქართველო მოქმედ ჩემპიონ გუნდებს შორის. შეხვედრას რუსთავის საკალათბურთო დარბაზი უმასპინძლებს.

ვიქტორ სანიკიძე, რომელიც საქართველოს პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, შეხვდა მეზობელ ქვეყანაში ამ სფეროს ხელმძღვანელს – აზერბაიჯანის განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ფარიდ გაიბოვს. მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანში ამ სფეროებში მიმდინარე პროცესები, გაუზიარეს სამუშაო გამოცდილება და ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მიმართულებებზე.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ბაქოში მოინახულეს და პატივი მიაგეს ქვეყნის ეროვნული გმირებისა და საზოგადო მოღვაწეების მონუმენტებს. ჩვენი დელეგაციის ბაქოში სტუმრობა აზერბაიჯანის მთავარმა სატელევიზიო არხმა და სხვადასხვა ლოკალურმა გამოცემებმა გააშუქეს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გაუზიარა ორი წელი როგორ ვერ უნდა მოახერხო რო ახალგაზრდული ჩემპიონატები ჩაატარო? ყველა დარბაზის სპორტის სახეობა მეორე სეზონს ამთავრებს. თაობა დაიკარგა ამათი უუნარობის გამო, ორი წელი როგორ ვერ უნდა მოახერხო და ჩემოიონატი როგორ ვერ უნდა ჩაატარო? ესენი კალათბურთის განვითარებას იმას ეძახიან ნაკრები რო ჩარტერით დაფრინავს და სასტუმროს რო ჯავშნიან. ამათ ეს გონიათ პროგრესი. გავა 4-5 წელი და სამწუხაროდ დიდი წყვეტა გვექნება.
baba
21:05 08-04-2022
5
ესენი 100 წელია ფეხბურთს სწავლობენ ვერ ისწავლეს და კალათბურთი როგორ უნდა ვასწავლოთ? ბროშურა დაუტოვეთ წესები ისწავლონ ჯერ. მერე იტყვიან ფუტ ზალისა არ იყოს, ჩვენთან ისწავლე კალათბურთიცო. რაგბის სწავლაც ხომ არ უნდათ, კითხეთ? DDD
G.LA
20:33 08-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული