კალათბურთი

სხვადასხვა

პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს

AutoSharing Option
პირველად ისტორიაში, ფიბა-ს სამუშაო კომისიაში საქართველოს წარმომადგენელი შეიყვანეს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის საშეჯიბრო კომისიის წევრი გახდა.

სანიკიძის აღნიშნულ კომისიაში შესაყვანად წარდგინება მანილაში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდა, რაც ფიბა-სგან მოსული ოფიციალური წერილით ახლა დადასტურდა.

წერილში აღნიშნულია, რომ საშეჯიბრო კომისიაში სანიკიძის არჩევა მოხდა კალათბურთისადმი მისი ერთგულების, ამ სფეროში გამოცდილებისა და საჭირო უნარების ფლობის გათვალისწინებით.

ფიბა-ს საშეჯიბრო კომისია, თავის მხრივ, ოთხ ქვე-კომისიას აერთიანებს: კაცთა ეროვნული ნაკრებების, ქალთა ეროვნული ნაკრებების, ახალგაზრდული ნაკრებებისა და კლუბების. საქართველოს კალათბურთის ეროვნული
ფედერაციის პრეზიდენტი კლუბების ქვე-კომისიის წევრი იქნება, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება და საერთაშორისო ტურნირებთან და კლუბებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

საკონტინენტო საკალათბურთო ორგანიზაციაში ქართველებს აქამდეც უმუშავიათ და ფიბა-ევროპის კომისიებში ახლაც არიან ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლები, თუმცა ფიბა-მსოფლიოში ვიქტორ სანიკიძე პირველი ქართველი იქნება.

GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ