კალათბურთი

სხვადასხვა

თსუ-მ ბუნდესლიგის გუნდთან გერმანიაში ბოლომდე იბრძოლა და დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბენფიკასთან" 62:122 დამარცხების შემდეგ თსუ-მ ასპარეზობა ფიბა-ევროპის თასზე გაგრძელა და ბევრი არ ელოდა, თუ გერმანიის ბუნდესლიგის "გოტინგენს" გასვლაზე  მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდა.

თსუ-მ პირველი მეოთხედი 20:12 მოიგო, მეორე 13:28 წააგო, დიდი შესვენების შემდეგ თბილისელებმა კარგი დაცვის ხარჯზე სხვაობის შემცირება დაიწყეს და მატჩის დასრულებამდე ორწუთ-ნახევრით ადრე 78:75 დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება (86:81) მასპინძლებს დარჩათ, რომლებსაც "სპარკასენ არენაზე" 1 900 გულშემატკივარი ქომაგობდათ.

სარგებლიანობის 24-იანი კოეფიციენტით შეხვედრაში საუკეთესო თბილისელთა ამერიკელი ლეგიონერი ტაირი ბოიკინი იყო (19 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი).
ალექსანდრე ფევაძემ 20 ქულა ჩააგდო, კახა ჭინჭარაძემ კი ორმაგი დუბლი მიითვალა (14 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი).

მასპინძელთა რიგებში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ფედორ ზუგიჩი იყო, ხოლო მისმა თანაგუნდელმა დეონდრე ბერნსმა 14 ქულა ჩააგდო.

თსუ 25 ოქტომბერს, მეორე ტურში, კვიპროსის "კერავნოსს" უმასპინძლებს, რომელიც "ვარეზესთან" 80:95 დამარცხდა.

ტეგები: