თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის თასის მეხუთე ტურში თსუ, რომელსაც გიორგი ტურძილაძე ვერ დაეხმარა, კვიპროსში "კერავნოსთან" 79:84 დამარცხდა.

28 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კახა ჯინჭარაძე იყო. ნიკოლა ვუიოვიჩმა 15 ქულა ჩააგდო, გიორგი ცინცაძემ - 13, რატი ანდრონიკაშვილმა და ნოდარ გოგოძემ - 8-8, ალექსანდრე ფევაძემ კი - 7.

თსუ-ს 1 მოგება და 4 წაგება აქვს და 22 ნოემბერს, ბოლო ტურში, "ვარეზეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია, ამ ევროტურნირის შემდეგ გუნდი არ დაიშლება.
დიმა
12:22 16-11-2023
0
არაუშავს, პირველი სეზონის კვალობაზე კარგად გამოვიდა თსუ. იმედია შემდეგ წელსაც მიიღებს მონაწილეობას ევროტურნირებზე საქართველოს ჩემპიონი. წარმატებები!
Georgian
03:51 16-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული