სუპერლიგა. IX ტური: "მგზავრებმა" ბათუმში იმარჯვა

AutoSharing Option
სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-9 ტური 18 იანვარს ბათუმში დაიწყო. ადგილობრივმა გუნდმა "მგზავრებს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი პერიოდის შემდეგ 14 ქულით იგებდა, საბოლოოდ უშანსოდ წააგო.

ბათუმელები ამ მატჩს 2 ახალი ლეგიონერით შეხვდნენ. "მგზავრებთან" დებიუტი ჰქონდათ ზღვისპირელთა ამერიკელ კალათბურთელებს - კეისი შეპარდს და დეიან იეფტიჩს, რომლებიც "ბათუმში" 21-21 ქულით საუკეთესონი იყვნენ, თუმცა მათმა გარჯამ გასამარჯვებლად არ იკმარა.

თავად განსაჯეთ: პირველი პერიოდი მასპინძლებმა 28:14 მოიგეს, რის შემდეგაც "მგზავრების" ჯერი დადგა და ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე მეოთხედი 28:15, ხოლო მესამე
– 30:14 მოიგი და ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ბოლო ათწუთეულის წინ სტუმრები 15 ქულით იგებდნენ და მოგების რეალური შანსი ხელიდან არც გაუშვიათ.

საბოლოოდ "მგზავრებმა" 89:76 იმარჯვა და მე-9 ტურის თავზე სუპერლიგის ცხრილში 5 გამარჯვებით მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. გამარჯვებულთაგან 19 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 19 ქულა მიითვალა ადრიან ბოუიმ, ხოლო ჯეიკობ არმსტრონგმა შეხვედრა 16 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა. 6 ცდიდან ჩაგდებული 5 სამქულიანით (მთლიანობაში 17 ქულა) რეზო ჩაჩანიძემ სტუმართა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. "ბათუმში შეპარდ-იეფტიჩის 21-21 ქულის კვალზე 10 ქულით სტეფან ანდრეევიჩი გამოირჩა.

სუპერლიგის მე-9 ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20 იანვარს გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0