კალათბურთი

სუპერლიგა

"ბათუმმა" "დინამოსაც" სძლია და მე-7 ადგილზე გამაგრდა

AutoSharing Option
სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ 3 ტურში უნდა გაირკვეს ის გუნდი, რომელიც "ა" ლიგაში დაქვეითდება და ასევე ისიც, რომელიც სუპერლიგაში დარჩენას საკვალიფიკაციო რაუნდში, "ა" ლიგის ფინალისტთან ეცდება.

დიდი ალბათობით, ეს არ იქნება "ბათუმი", რომელმაც დღეს 6 აპრილს ოლიმპიურ სასახლეში "დინამო" 80:73 დაამარცხა და მართალია, ოფიციალურად არა, მაგრამ სუპერლიგაში დარჩენის ამოცანა თითქმის შეასრულა.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ბათუმელები გადათამაშებაში რომ მოხვდნენ, დარჩენილი 2 მატჩი უნდა წააგონ, ხოლო მისმა კონკურენტებმა - "ტიტებმა" და "კაკტუსმა" დარჩენილი სამივე შეხვედრა უნდა მოიგონ, რისი შანსიც ძალიან მცირეა.

არადა,
"ბათუმმა" პირველი პერიოდი 19:28 წააგო და წაგების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ზღვისპირელებმა მეორე ათწუთეულში გამოასწორეს ვითარება, დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს და წარმატებით თამაში მესამე პერიოდშიც განაგრძეს.

ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც ბათუმელებმა გაცილებით შედეგიანად ჩაატარეს. გამოსარჩევია ლევან ელიაძის შედეგიანი თამაში, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. საბოლოოდ "ბათუმმა" 80:73 მოიგო და 16 ტურის შემდეგ 7 მოგებითა და 9 მარცხით ცხრილში მე-7 ადგილზე გამაგრდა.

გამარჯვებულთაგან 16 ქულით ბომბარდირი კეისი შეპარდი გახდა. 15 ქულა ჰქონდა ნოდარ თენიეშვილს, ხოლო ელიაძის ანგარიშზე 15 ქულასთან ერთად 11 მოხსნაც დაგროვდა. "დინამოში" 19 ქულა-11 მოხსნით საუკეთესო იყო ჯორდან სვოპშირი.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით