თსუ-ის გამარჯვება ახლა უფრო შთამბეჭდავი და განსაკუთრებით, დამაჯერებელი იყო. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა მეტოქე ბათუმი 37 ქულის სხვაობით – 107:70 დაამარცხა. "ბათუმი" სუპერთასის მოქმედი მფლობელი იყო, თუმცა დღევანდელ მატჩში ამის გამო არ მონაწილეობ
სამწუხაროდ, "ბათუმმა" თსუ-ს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მატჩი, რომლის საყურებლად "თბილისი არენაზე" ბლომად სტუდენტობა მოვიდა, დაძაბული არ აღმოჩნდა. შეუჩერებელი გახლდათ კახა ჯინჭარაძე, რომელიც თსუ-ელებმა მას შემდეგ დაიმატეს, რაც FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ და ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლეს. ჯინჭარაძემ საბოლოოდ 49 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან 13 ცდიდან 11 სამქულიანი ჩააგდო, რაც ბოლო წლების რეკორდია.
პირველი პერიოდი თსუ-მა 28:11 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის 55:24 იგებდა და როცა ამ ლიდერობას კიდევ 10 ქულა წაამატა, ბოლო პერიოდის წინ სხვაობამ 41 ქულას მიაღწია. ბოლო პერიოდში თსუ-მ მოედანზე სათადარიგოებს უხმო. თამაშის ბედი მის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, რა თქმა უნდა, კახა ჯინჭარაძე დასახელდა, რომელსაც დაჯილდოების ცერემონიალზე სპეციალური პრიზით სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა. თსუ-ს კაპიტანს, ნოდარ გოგოძეს საქართველოს სუპერთასი ოთარ ქორქიას ძმისშვილმა, ვეტერანმა კალათბურთელმა და მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.
GBF.GE