კალათბურთი

სუპერლიგა

"დელტამ" რეგულარული ქუთაისში მოგებით და მე-3 ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, მე-18 ტური 19 აპრილს ქუთაისში დაიწყო.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა "ქუთაისი 2010"-მა ლექსო ლაფანაშვილის "დელტას" უმასპინძლა და 2-ქულიანი სხვაობით - 87:89 დამარცხდა. არც ერთი გუნდისთვის ამ მატჩის შედეგს სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონია. ქუთაისელები პირველები იყვნენ და პირველ ადგილზე დარჩნენ, "დელტამ" კი რეგულარული მე-3 ადგილზე დაასრულა.

ორივე გუნდის მეტოქე ბოლო ტურის დარჩენილი მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა. "ქუთაისს" ან "ტიტები", ანაც "კაკტუსი" შეხვდება, ხოლო "დელტას" - "ბათუმი", ანაც"ოლიმპი". ქუთაისელები რთულ ვითარებაში არიან, რადგან წინა მატჩში ტრავმირებული დეჟან რაიტი ამ
სეზონში ვეღარ ითამაშებს. ტრავმირებულნი არიან ლევან ფაცაცია და ელჯეი ბუსიც.

სუპერლიგის მე-18 ტურის დარჩენილი 3 მატჩი 20 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით