თსუ-მ "ბათუმი" ბოლო წუთზე დაამარცხა – 92:90

AutoSharing Option
სუპერლიგის პირველი ტურის მორიგ მატჩს დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და “ბათუმი” შეხვდნენ. ამ გუნდებს 13 ოქტომბერს უნდა ეთამაშათ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი 9 ოქტომბერს ერთმანეთს დუდუ დადიანის ფინალში შეხვდნენ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ორგანიზატორთა თანხმობით, მატჩი 3 დღით გვიან გაიმართა. მემორიალის ფინალისტთა სუპერლიგის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო წუთები, როცა ქულა-ქულაში ბრძოლა გაჩაღდა. ორივე გუნდს გამარჯვების თანაბარი შანსი ჰქონდა, თუმცა გამარჯვება თსუ-ელებს დარჩათ, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ.

თუკი დადიანის მემორიალზე უნივერსიტეტის
გუნდმა დამაჯერებელი, 18-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა, დღევანდელ მატჩში მხოლოდ 2 ქულით იძალა – 92:90. არადა, მესამე პერიოდში თსუ-ელთა ლიდერობამ 12 ქულას მიაღწია – 71:59 და თითქოს ბათუმელებიც გატყდნენ, თუმცა სტუმრები დანებებას არ აპირებდნენ და გადამწყვეტ მეოთხედში გადამწყვეტი იერიში წამოიწყეს. ლეგიონერების – კოლინ მალკოლმის, ნიკოლა ვუიოვიჩისა და ჯუნიუს პროველის მექულეობით, ზღვისპირელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დაწინაურდნენ კიდეც – 86:85. გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა. ბათუმელებს შეტევა გაუცუდდათ, თსუ-ელებმა კი იხეირეს და გამარჯვებაც ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს დარჩათ.

თსუ-ს რიგებში, ფაქტობრივად, შეუჩერებელი იყო გიორგი ტურძილაძე, რომელმაც 35 ქულა მიითვალა. ამით მან გაიმეორა პირველი ტურის ბომბარდირის, ოლიმპელი რევაზ როგავას შედეგი. 14 ქულა მიითვალა დევიდ მაკფერლანდმა, რომელსაც თსუ-ში დებიუტი ჰქონდა (დუდუ დადიანის თასზე არ უთამაშია). 12 ქულა მიითვალა სანდრო სანაძემ, გიორგი კორსანტიამ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 11 ქულა, 13 მოხსნა. “ბათუმში” 24 ქულით საუკეთესო იყო კოლიმ მალკოლმი. 18 ქულა და 12 მოხსნა ნიკოლა ვუიოვიჩის ანგარიშზეა.

სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები 19 და 20 ოქტომბერს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0