"დინამოსა" და აწსუ-ს რთული მდგომარეობა “ა” ლიგაში

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, “ა” ლიგის 2 აუტსაიდერს – "დინამოს" და აწსუ-ს (აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი), მოგების შანსი მხოლოდ ერთმანეთთან მატჩებში ექნება. ამ ორ გუნდსა და დანარჩენებს შორის იმხელა ზღვარია, ლამის სენსაციის ტოლფასი იქნება, რომელიმე მათგანმა ზედა ოთხეულის წარმომადგენლები – "ორბი", "ივერიონი", "ასტრალი" ანაც გთუნი დაამარცხოს. შესაბამისად, არც პლეი-ოფში გასვლისთვის ბრძოლას აქვს სპორტული ინტერესი. ეს მოწინავე 4 გუნდი 10 ტურის თავზე ნახევარფინალში გავა და ერთმანეთში სუპერლიგის საგზურისთვის ფიცხელ ბრძოლას გააჩაღებს.

ამ ყველაფრის თქმის უფლებას ის ანგარიშები გვაძლევს, რაც “ა” ლიგის იმ
მატჩებში ფიქსირდება, რომლებშიც აუტსაიდერი აწსუ და "დინამო" მონაწილეობენ. დღეს გამართულ მორიგი ტურის შეხვედრებში "დინამომ" გთუნი-სთან 64:89 (სტატისტიკა) წააგო, ქუთაისელებმა კი გორის "ივერიონთან" შეხვედრა კალათბურთისთვის შეუფერებელი სხვაობით – 47:135 (სტატისტიკა) დათმეს.

კალენდარიც ისეა შედგენილი, რომ "დინამო" და აწსუ ერთმანეთს ჯერ არ შეხვედრიან და შესაბამისად, პირველს 3 წაგება აქვს, მეორეს კი – 4. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი “ა” ლიგის დებიუტანტია. "დინამო" წარუმატებელი გასული სეზონის შემდეგ სუპერლიგიდან დაქვეითდა, ხოლო აწსუ-მ სტუდენტური ლიგის მოგებით მოიპოვა “ა” ლიგის საგზური.

"დინამო" და აწსუ ერთმანეთს 11 თებერვალს შეხვდებიან და რომელიმე მათგანი მიმდინარე სეზონში პირველ გამარჯვებას იზეიმებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0