სკანდალი: "ბარსელონამ" ნეიმარში 38 მილიონით მეტი გადაიხადა

AutoSharing Option
მადრიდული გაზეთის, "ელ მუნდოს" ცნობით, "ბარსელონას" ნეიმარის ტრანსფერი არა 57 მილიონი, არამედ 95 მილიონი ევრო დაუჯდა. სწორედ ამაზე მეტყველებს ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებული სხვადასხვა დოკუმენტი, რომლებითაც პროკურატურა დაინტერესდა.

"ელ მუნდოს" ჟურნალისტების, ედუარდო ინდას და ესტებან ურეისტიეტას ინფორმაციით, ნეიმარსა და "ბარსელონას" შორის, 2011 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ზაფხულამდე სულ შვიდი კონტრაქტი გაფორმდა, რომელთა საერთო ღირებულებაც სწორედ 95 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ თანხიდან "სანტოსმა" მხოლოდ 17 მილიონი მიიღო, 40 კატალონიელებმა კომპანია N&N-ს გადაუხადეს, რომელიც ნეიმარის მამას ეკუთვნის. გარდა ამისა, უფროსმა ნეიმარმა
კიდევ 8,5 მილიონი ევრო საკომისიოს სახით მიიღო. 7,9 მილიონი ევრო "ბარსელონამ" "სანტოსის" სამი ახალგაზრდა ფეხბურთელის (გაბრიელ ბარბოსა, იგივე "გაბიგოლი", ვიქტორ ანდრადე და ჟივა) უპირატესი შესყიდვის უფლებაში გადაიხადა, 9 მილიონი კი ორი ამხანაგური მატჩისთვის, რომელიც კლუბებს შორის უნდა გამართულიყო. კიდევ 2,5 მილიონი სხვადასხვა აგენტმა მიიღო, ხოლო 10 მილიონი ე.წ. პადიომნი გახლდათ.

"ბარსელონას" წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია უმალ უარყვეს, მაგრამ თუ ეს ცნობა დადასტურდა, მაშინ ნეიმარი არა მხოლოდ "ბარსელონას", არამედ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდება, გადაასწრებს რა კრიშტიანო რონალდოს (94 მილიონი ევრო) და გარეთ ბეილს, რომელშიც არაოფიციალური ინფორმაციით, "რეალმა" 100 მილიონი კი გადაიხადა, მაგრამ თავად მადრიდელები 91 მილიონს ასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადრიდული გაზეთის, "ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ბარსელონას" ნეიმარის ტრანსფერი არა 57 მილიონი, არამედ 95 მილიონი ევრო დაუჯდა.
ელ მუნდო დეპორტივო ბარსელონის გაზეთია და არა მადრიდული, ამ შემთხვევაში კი არის გაზეთი მუნდო, დეპორტივოს გარეშე
akaki
11:12 21-01-2014
0

სიახლეები პოპულარული