იოზეფ ბლატერმა ბრაზილია გააკრიტიკა

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ტემპი გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ამ ზაფხულს გაიმართება.

"ბრაზილიაში მიხვდნენ, რომ ჩემპიონატისთვის მომზადება ძალიან გვიან დაიწყეს. ზოგადად, რაც ფიფაში ვმუშაობ, ბრაზილია ობიექტების მომზადებას ყველაზე მეტ ხანს ანდომებს, ვიდრე სხვა ქვეყნები. მით უმეტეს, ბრაზილია ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მომზადებისთვის ამდენი დრო, 7 წელი გამოეყო",
- აღნიშნა ბლატერმა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში 12 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.

ამ დროისთვის, ტურნირის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნახევარიც არაა ჩაბარებული. გარდა ამისა, ცალკეული სტადიონები ცუდ მდგომარეობაშია, ხოლო სამუშაოებს
მასობრივი დემონსტრაციები უშლის ხელს.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული