რაგბი

ეროვნული ნაკრები

კინგსლი ჯონსი: ესეთ წაგებას ვერ წარმოვიდგენდით

AutoSharing Option
კანადის ნაკრების მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა, საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ, შეხვედრაზე ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]


" ესეთ წაგებას გუშინ ვერ წარმოვიდგენდით. ჩვენ სხვა რამ გვქონდა ჩაფიქრებული,  მორკინალებით აქტიურად თამაში, არ გამოგვივიდა. რაგბში მთავარია ძლიერი შერკინება გყავდეს და ბურთის შენარჩუნება მოახერხო.

როდესაც ბურთი შევინარჩუნეთ,  კარგი ლელოები დავდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ბურთი ხშირად არ გვქონდა. შერკინებაში და დერეფნებში ვერ ვივარგეთ.

საკმაოდ ბევრი შეცდომები დავუშვით, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით და ეს ყველაფერი გამოსასწორებელია. შერკინებაში აშკარად დავიჩაგრეთ, თუმცა დადებითი კუთხით
იმის თქმა შემიძლია, რომ სწრაფი თამაში გამოგვდიოდა.

როდესაც ბურთი გვქონდა, მაღალი ტემპის ხარჯზე მეტოქეს პრობლემებს ვუქმნიდით და დამეთანხმებით, რომ მშვენიერი ლელოები დავდეთ, რაც სამომავლოდ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს."