2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 36:10 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეშვიდედ გახდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონტზე ფრედ ეთამაშა, ამჯერად კი სრულად დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

დუბლი ტაბუცაძემ შეასრულა, თითო ლელო კარკაძემ და ალანიამ გაიტანეს, ხოლო 2 გარდასახვა და 4 საჯარიმო ზუსტად მატკავამ შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯალაღონია დაასახელეს.

17 მარტი. პარიზი. ჟან-ბუინი

საქართველო – პორტუგალია 36:10

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

ვანდა ჯიქია
აქაოდა ხვიჩა გამოჩნდაო და სულ დაივიწყეს სპორტი.
სერგო
ჩემპიონი საქართველოს ნაკრები ისე ჩამოვიდა ქვეყანაში არც პრესამ გააშუქა და არც არავინ დახვედრია.
ნიკა
რაგბის გაშუქებამ და პოპულარიზაციამ რატომ მოიკლო? თამაშები როდისაა არც იწერება!!!
Რაგბის ფანი
მილტონ ჰეიგს და კოკერილს კარგი მეორე ტაიმები აქვთ, რაც მეტყველებს მათ ტაქტიკურ უპირატესობაზე. მაგრამ სანახაოვრივი რაგბის სათამაშო სტილი გუნდში ლევან მაისაშვილმა დანერგა. მილტონი არ რისკავდა სტილის ცვლილებას. ჰეიგის დროინდელი დაცვა იყო მხეცი, ხოლო შეტევა - მოსაწყენი ჯაჯგური. ახლა კი უყურებ შეტევას და თვალს სიამოვნებს!
ალეკსანდრე
ჯერჯერობით მომწონს ახალი სამწვრთნელო შტაბი, ბევრი პატარა დეფექტი აშკარად გამოასწორეს
გიო
ყველას ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებად! მსაჯი ცოტას ურევდა, მაგრამ არა მიზანმიმართულად. რაც მთავარია, სწორად მსაჯობდა შერკინებებს. ახალი მწვრთნელის ჯერ-ჯერობით მადლობელი ვარ: გამოსწორდა სელექცია და მომჯობინდა შერკინება. ტაქტიკა სწორი იყო და ინდივიდუალური შეცდომების გამოსწორებას კი ბევრად დიდი დრო სჭირდება. ეხლა ერთ მნიშვნელოვან დეტალს მივაქციოთ ყურადღება: როგორ წარიმართებოდა ეს მატჩი რომ არა სწორად დაკომპლექტებული შერკინება და მისი უპირატესობა ყველა გადამწყვეტ მომენტში? ამაშია საქმე, როცა პრეტენზიები იყო წინა მწვრთნელის მისამართით, თორემ დამსახურება მასაც დიდი აქვს.
სოსო
ჯერ კიდევ როდის იყო,ბუკა შარიქაძეს რომ ჰკითხეს პორტუგალიაზე და ისეთი სახით თქვა,შევხვდებითო,უკვე მაშინვე ცხადი იყო,რაც ელოდათ,მეტოქეებს.მთელი გუნდი,სამართებელივით იყო ალესილი და აშკარაა,ამან ხელიც კი შეგვიშალა.ამდენი ყვითელი ბარათი,თანაც ასეთი უპირატესობის და საკმაოდ ნორმალური მსაჯობის პირობებში,სწორედაც ზემოტივაციის შედეგი იყო.მსოფლიოს თასზე,პორტუგალიას კიდევაც გაუმართლა,ჩვენც უფრო მომდევნო თამაშებისკენ გვქონდა აქცენტი გადატანილი და ფორმის პიკში თავიდანვე არ ვიყავით ასულნი,ცოტა მსაჯობა,ცოტაც ფსიქოლოგია და რაც მთავარია,პორტუგალიას ლიდერები ჰყავდა,რომლებიც იდეალურად გაისარჯნენ იმ თამაშში.იმ ტურნირის შემდეგ,ისინი ჩვენი მომგებნი კიდევ კაი ხნის მანძილზე აღარ არიან(იმ ფრეს,ჩვენ წაგებად მივიჩნევთ) და ეს,ამ მატჩმაც დაადასტურა.ამ თამაშში ისევ გამოჩნდა პრობლემები ჩვენს დერეფანში,თუმცა ამის იქით,კარკაძის თამაშით,აღტაცებული ვარ.უკვე მესამე მატჩია,მისი სპრინტებით გაოცებული ვრჩები.პორტუგალიელების ლელოს,მხოლოდ იმას ვაბრალებ,რომ ბოლო 10-15 წუთში,კოკერილმა,უკანა ხაზში ექსპერიმენტები ჩაატარა და ბიჭები,სხვადასხვა პოზიციებზე გატესტა.ესეც საჭიროა და ოდესმე,აუცილებლად გამოგვადგება.რა თქმა უნდა ნაკლოვანებებიც ისევ იყო,მაგრამ აშკარაა,მწვრთნელთა შტაბი და ბიჭები,სულ უფრო კარგად უგებენ ერთმანეთს.ჩვენთან წაგების შემდეგ,იტალიელები აშკარად შეფიქრიანდნენ და ამ 6 ერზე,2 მოგება და ერთიც ფრე ითამაშეს.ამდენი,მგონი მთელი 6 ერზე მათი გამოსვლების ერთიან ჯამში არ აუღიათ ქულები.ჩვენც კარგი გამაღიზიანებელი მივიღეთ,პორტუგალიისაგან,თუმცა ეს მაინც ის არ არის,რაც იტალიელების ჩვენთან წაგება იყო.მიუხედავად ამისა,ჩვენც წაგვადგება.,მოტივაციის გასაზრდელად.ზაფხულში კი ჩვენი ტესტები ბევრ რამეს დაგვანახვებს და შემოდგომისათვის,რიჩარდ კოკერილის ფორმაციის საქართველოს ნაკრები,უკვე თითქმის ჩამოყალიბებული სახით წარმოგვიდგება.მგონი ცუდი ნაკრები არ უნდა დადგეს.ახალგაზრდობა სულ უფრო მწიფდება და თანდათან,კიდევ უფრო მოუმატებენ.თუ შავი ლომი,უფრო მაღალი რანგის ტურნირში გადავიყვანეთ,ან მეორე ფრანჩაიზიც შევქმენით,კიდევ უფრო წინ წავალთ,ხოლო თუ ორივე ერთად,მაშინ წინსვლაც დაჩქარდება. ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და ნაკრებში ზაფხულის ტესტებამდე ვემშვიდობები.
შაკო
მაგრამ, იტალიის და უელსის დონესთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ესპანეთის, პორტუგალიის და რუმინეთის დონესთან. ეგეც ხო მართალია?
ხვალ რაღა ვქნათ?
ვულოცავ ბიჭებს და ყველა ქომაგს, ვაზღვევინეთ პორტუებს ჩვენი ნერვიულობა მსოფლიოზე! ეს ყველაფერი კარგია, თუმცა ჯერჯერობით თავს ნუ მოვიტყუებთ. დიახ, კვალავაც საუკეთესოები ვართ რაგბი ევროპაზე (და ზოგადად ტიერ 2-ის ნაკრებებს შორის), მაგრამ ისევ "გაჭედილები" ვართ პირველ და მეორე დონეებს შორის. ანუ, მრჩება შთაბეჭდილება რომ ნამეტანი კარგი გუნდი ვართ იმისათვის რათა კვლავინდებურად ვითამაშოთ ასეთ ტურნირზე, მაგრამ არასაკმარისად კარგი ვართ რათა პირველი დონის გუნდებს მეტ-ნაკლებად თანაბრად შევერკინოთ
ქორ-პარიკმახერი
კარგი იყო!
გიორგი
ბოფიში, დისლაიქი შემთხვევით დავსვი. ქოქერილი მსოფლიოზე უკეთეს შედეგს მიაღწევსდა.
ანდრი
გილოცავთ, პორტუგალიამ რომ სიცოცხლე გაიღო მსოფლიოზე და ეგ აღარ გამეორდება კი ვიცოდი, მაგრამ ჩვენები ასე ერთბაშად თუ მოიბელებდნენ არ ველოდი. საღოლ ბიჭებს და მწვრთნელებს, მოუთმენლად ველი ისწვ ჩვენების თამაშებს, საინტერესო.დინამიკა გამოისახა.
გენაცვალეᲗ!
ეგრე უნდა მაგათ! გადაუარეს! ყველას მოაკეტინეს! არ მეგონა თუ ასე ობიექტური მსაჯობა იქნებოდა. მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ ბიჭები და შედეგზეც აისახა.ყოჩაღ!
ეჰ
ვანო კარკაძესთან არ რცხვენია წინა სამწვრთნელო შტაბს? ორი თავით მაღლა დგას ეს მორაგბე თავის კონკურენტებზე. 80 წუთი ჰუკერი თამაშობდეს და 78 წუთზე სპრინტის თავი ჰქონდეს სადმე გინახავთ? ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ვისაც რაიმე წარმოდგენა გაქვთ რაგბზე ხვდებით ვინ იხვეჭდნენ დაუმსახურებლად კეპებს და რა მიზეზით. ვგრძნობ რომ ძალიანი დიდი ცვლილებები გველოდება ახლო მომავალში

ორი კაცის ნათრევი გუნდი იყო მსოფლიოზე პორტუგალია. ტაჯერის და მარკეშის გარეშე ნახევარია გუნდი, 2 და 9 ნომრები ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციები ფაქტობრივად, ერთი შერკინებას მართავს მეორე ხაზს ძალიან მაღალი დონის მორაგბეები იყვნენ. ამასთან ერთად ის ფრანგი მწვრთნელიც ძალიან კვალიფიცრებული იყო, რესურსიდან მაქსიმუმი ამოიღო რაშიც ჩვენ გვარიანად მოვიკოჭლეთ. თორე მაგათ გარეშე რაც ახსენე ზუსტად ეგენი არიან. ამ ტურნირის ბოლოსწინაადგილოსანთან აქვთ წაგება ჯგუფურ ეტაპზე
ქ. გ.
ვიდეო https://youtu.be/rXyhOKcfy94?si=E1rD-AW8k4-Q8Bu7
Patrioti
მართლაც რომ დავჯაბნეთ და დავამტკიცეთ, რომ რაგბი ევროპის მასშტაბით კონკურენტი არ გვყავს. ვულოცავ ბიჭებს და მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას. ყველა დადუმდება ალბათ ვისაც ეჭვი ქონდა რომ საქართველო პოზიციებს დათმობდა. გილოცავთ და მიხარია უზომოდ.(ტაბუცაძე უსაინ ბოლტს ვერ გაასწრებს?)
S.K.K.
რისი დამტკიცებაც მოითხოვებოდა. როგორც იტყვიან ერთხელ მძ-----ც აყვავდება, მაგრამ რაღა მსოფლიოს ჩემპიონატზე?! ეჰ, სად იყო მაშინ კოკერილი და მისი გუნდი! (მეორე ტაიმს ხომ მწვრთნელი იგებს) (არც მაისაშვილის გუნდს ვუკარგავ დამსახურებას)
T.q
მადლობა ბიჭებს იმ უდიდესი შრომისთვის და ღვაწლისთვის რასაც სამშობლოსთვის აკეთებენ ყველაზე მისაბაძი ეროვნული გუნდი საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში გილოცავთ ყველას ამ უდიდესი ისტორიის ლამაზ და ზღაპრულ გაგრძელებას!
ნიკა
ჩვენ რაგბისტებს რომ ვუყურებ მიხარია რომ ქართული მებრძოლი, მეომრული სული ცოცხალია!!! გილოცავთ ყველას!!!
ენძო
ვულოცავ საქართველოს,ვულოცავ ბიჭებს.ნიაზ მამრიკიშვილისა არიყოს-პორტუგალიისგან მხოლოდ გალია დარჩა.
ბესო შიოშვილი
ძალიან ჰგავდა ინტერი-ნაპოლის მსაჯს :)
ლევანი
გილოცაავთ ყველას, გილოცავთ! ესეთი თამაში, არ ვიცი, ყოჩაღ ბიჭებო, ამას ასე ჰქვია: გადაუარეს, გადაჯეგეს პორტუგალია. მე მაინც მგონია, რომ სხვა, უფრო კვალიფიციური მწვრთნელის ხელში, მსოფლიო თასზე ბევრად უკეთესად უნდა გამოვსულიყავით. დიდება საქართველოს!!!

მაგარი გარეკილი მსაჯი იყო
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
[VIDEO] კიტეიშვილმა "პანათინაიკოსს" ულამაზესი გოლი გაუტანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინას 48:43 ამარცხებს
სამხრეთაფრიკული "კუდუ" - სამი გუნდით საქართველოში
ქართველ მოქანდაკეს გიორგი შხვაცაბაიას ანტიკური ოლიმპიის საპატიო მოქალაქის სიგელი გადაეცა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
უკრაინასთან მატჩისთვის 12 მოთამაშის ვინაობა ცნობილია
[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
[VIDEO] შენგელია ნაკრებში გამარჯვებით მოდის - კაპიტანმა "ლიონს" 15 ქულა ჩაუგდო და მალე საქართველოში გამოფრინდება
[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა - "ლივერპული" შინ პსვ-სთან 1:4 განადგურდა
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი, ვიტინიას ჰეთ-თრიკი - პსჟ-მ "ტოტენჰემს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ზარიას საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "კაირატი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა, "მონაკომ" და "პაფოსმა" ქულები გაიყვეს
ჩინებული ამბავი - მამარდაშვილი პსვ-სთან მატჩის სასტარტოშია
ლუის ენრიკემ "ტოტენჰემთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "ტორპედო" სამეულში გამაგრდა, "კოლხეთი" გავარდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "დილა" საჩემპიონო რბოლაში რჩება, "სამგურალი" ჯერ მშვიდად ვერ იქნება...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ისევ ძაგანია, ისევ "დინამოსთან"... "იბერია" პირველ ადგილს ინარჩუნებს!
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა
"ჩელსის" მეკარე: კუკურელიამ იამალი ჯიბეში ჩაისვა
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის
ხაბო ალონსომ "რეალიდან" შესაძლო გათავისუფლებაზე ისაუბრა
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!
"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო
ლევან მაისაშვილი: ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა
კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]
ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა