საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა[VIDEO]

AutoSharing Option
25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა.

კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო ტაუმ ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და მსაჯმა სრულიად სამართლიანად ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა - 7:5.

მე-20 წუთზე ამერიკელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ვერ გამოიყენეს. შემდეგ არბიტრმა ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა, რასაც შერკინება და სტუმართა მეორე ლელო მოყვა, გარდასახვის რეალიზებაც მოახდინეს და კვლავ დაწინაურდნენ. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ლელოს დადება. თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა გამოიყენა (14:2).

32-ე წუთზე რეფერიმ ჩილაჩავას ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველოს ნაკრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, მეტოქის სახიფათო იერიშიც მოიგერიეს და ლელოც გაიტანეს (ჯაბა ბრეგვაძე), მათიაშვილმა გარდასახვის რეალიზებაც მოახდინა და ტაიმი 21:12 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ამერიკელებმა ჯარიმით ანგარიში 6 ქულამდე შეამცირეს, მათიაშვილმა ცენრიდან დარტყმული საჯარიმო ვერ გამოიყენა, 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, 76-ე წუთზე ლელო დაგვიდეს, საბედნიეროდ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, 21:20 და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. თუმცა, ბორჯღალოსნებმა გაუძლეს და ძლიერი მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

მკითხველის კომენტარები / 63 /
ჯერჯერობით ჰორიზონტზეც არ ჩანს ბობოლების დამარცხების შანსი.ისე ძალა თავდადება და ჯიგარი ჩვენს ბიჭებს რომ აქვთ ბარე ორ გუნდს არ ექნება მსოფლიოში მარა კომბინაცია ხელით თამაში და განსაკუთრებით სისწრაფე აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს
dato
25 ნოემბერი 2017 20:13
4
აშკარად დაგვეტყო დაღლილობა. გაგვიმართლა ბოლოსაც და მანამდეც. დისციპლინის პრობლემაა თუმცა ამასაც მალე მოევლება...
ნაბიჯ-ნაბიჯ ექვსი ერისკენ ლომებო :*
ვაი
25 ნოემბერი 2017 20:03
3
უკმაყოფილების დიდი განცდა დარჩა! სისწრაფეში მოგვიგეს, ხელით თამაში ისევ არ წაგვივიდა. საერთოდ, განწყობაც არ ეტყობოდა გუნდს. რაში იყო საქმე?
მერაბი
25 ნოემბერი 2017 20:11
0
გადავრჩით.. ამერიკაშიც-3-4 წუთი რომ გაგრძელებულიყო იქაც და აქაც წავაგებდით, ჩვენი ადგილი მიგვიჩინეს, მართლა ადრეა 6 ერში, მაგრამ ხშირად უნდა გვათამაშონ თუნდაც მათ მე- 2 ნაკრებებთან. ძალა კი გვაქვს, მაგრამ დანარჩენში ჯერჯერობით ძალიან მოვიკოჭლებთ. შემდეგ თაობაზე და ფედერაცია-მწვრთნელებზე ბევრია დამოკიდებილი. წინ გამარჯვებებისკენ ბიჭებო- ერთთა თასზე გამოჩნდება გავიზარდეთ თუ ვბუქსაობთ..
გუსანი
25 ნოემბერი 2017 22:19
4
ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. სამწუხაროდ ჩვენს მიერ ბურთის ფლობის 80% მთავრდება ჩვენივე შეცდომით და მოწინააღმდეგისათვის ბურთის ჩაბარებით. ვაგვიანებთ ბოჭვებს რითაც მეტოქეს მცირედი, მაგრამ მაინც წინსვლის საშუალებას ვაძლევთ. გაუგებარია წინა ხაზელები რატომ არიდებენ ბურთის წამოღების დროს მეტოქეზე დაჯახებას და რატომ მიიწევენ პირდაპირ მიწისკენ ამიტომ წინსვლას ძალიან რთულად ვახერხებთ. ხომ ნახეთ ჟვანიამ მოწინაარმდეგეს ჯერ დაარტყა მოიგო ძვირფასი მეტრები, ოფლოუდი ამის შემდეგ გააკეთა და სიტუაცია გაამწვავა, მეორე წინახაზელმა კი პირდაპირ მიწისკენ წავიდა და ისე დაეჯახა. ამის გამო მოწინააღმდეგეს გარანტირებული ბოჭვის განხორციელების საშუალებას ვაძლევთ და ხაზის გაჭრა გვიძნელდება. ამ ყველაფრის გამო მეტოქის 15 ნომერი მსაჯთან მიჭრას და პრეტენზიების წაყენებას ბედავს ჩვენსავე მოედანზე.
P.S. ასეთი გაჭირვებით მოგების ბრალია ჩვენი მუდმივი თამაში რუსეთთან ესპანეთთან გერმანიასთან და მსგავს ქლიავებთან.ამერიკა კი ვის ეთამაშება რეგულარულად ვიცით ყველამ.
მეორე მიზეზია უელსთან შესანიშნავი თამაშის შემდეგ გადაღლილობა და ცოტა ეიფორიაც. ეს ორივე მიზეზი საბოლოო ჯამში ერთმანეთთან დიდ კავშირშია. გვექნება რეგულარული თამაშები იმათთან მაინც ვოსაც ამერიკა ეთამაშება და ხარვრზები გამოსწორდევა გარანტირებულად.
P.P.S. დიდი მადლობა ჩვენო სახელოვანო მორაგბეებო ასეთი თავდადებული ბრძოლებისათვის.
imereli
25 ნოემბერი 2017 20:55
0
??? - ს: ბიჭო უელსთან არ წაგვიგია!!! უელსის მაიმუნურ მოგებას ადარებ ჩვენ ამ მოგებას?? შერკინების კვაჭები დავუმალეთ და 6 ერის ”მაფია” გვაფარებს ხელს თუ, ვინ შეუშალა ამერიკელებს ხელი??? მსაჯებმა წააგებინეს თუ ვინ, თავიანთი თამაშით წააგეს და ის 1 ქულიანიც ნაღდი
წაგებაა, თამაში იყო ასე და მორჩა. რომ გამოხტებით ხოლმე, ასეთ კომპლექსიან და მუდმივად ”არ შეგვიძლია” ხალხს არ ეკუთვნის რომ უყურონ ასეთ გმირ ბიჭებს!!!
ზვიად
26 ნოემბერი 2017 04:54
0
???-ს.
ძმაო კითხვისნიშანო, როგორც ჩანს ჩემი კომენტარების ერთგული მკითხველი ხარ და რაღაც დაგიმახსოვრებია კიდეც. მაგრამ აზრსაც თუ გამოიტან წაკითხულიდან უკეთესი იქნება.
ამიტომ თავს უფლებას მივცემ და განგიმარტავ: მე რიგითი გულშემატკივარი ვარ და უელსთან თამაშის მერე ეიფორიაში ჩავარდნის უფლებაც მაქვს და წაგების გამარჯვებად "გასაღებაც" შემიძლია, რათქმაუნდა იმ მოცემულობის შემდეგ რაც 18 ნოემბერს გვქონდა. იმის უფლებაც მაქვს იმ მონაპოვრის საფრთხეში დაყენების შემდეგ რაც უელსთან თამაშის შემდეგ იყო, სამართლიანი გულისტკივილი გამოვხატო.
და კიდევ, ამერიკასთან შედარებით სუსტი თამაში არც ჩემი ეიფორიაში ჩავარდნის ბრალია და არც ჩემს მიერ წაგების გამარჯვებად "გასაღებაში". ამერიკასთან ესეთი თამაში რისი ბრალიც არის მაგიტომ ვიგლეჯ ნერვებს და მაგიტომ ვცდილობ ამ საიტზე ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვხატო.
დიდი მადლობა წინასწარ ყურადღებისათვის.
imereli
26 ნოემბერი 2017 11:36
2
ყველა გამოხმაურება
ძალიანაც კარგი რომ 1 ქულით მოვიგეთ, იმიტომ რომ ამ გულუბრყვილო ქართველმა ბიჭებმა გაიგონ ვინ არის ამერიკა რა დამოკიდებულება ჩვენ მიმართ რაგბში. ეგენი გამწარებულები მოდიოდნენ სახეს იხევდნენ მოსაგებად, და ძალიან კარგად მომზადებულები რომ ამ ბოლოდროინდელი წარმატებებიდან ძირს დავენარცხებინეთ. რაც თითქმის მოახერხეს რომ რომ არა ჩვენ ბიჭებს ვენცვალე ჯიგარში!! მაინც ალალი პურის მჭამელი ბიჭებივით ითამაშეს და არ მოაგებინეს. მაგრამ ასეთ გამწარებულ და მომზადებულ მეტოქეს ასე ბატკანივით რომ დახვდები მაგიტომაცაა თავიდან შერკინებები რომ მოგვიგეს რაც არის უპატიებელი(!!) და ლელოები რომ გაგვიტანეს. თუმცა მერე რომ გამწარდნენ ბიჭები შერკინებაშიც გაირეკეს და 14 კაცით ლელო დაუდეს. ეგ იმათაც ქნეს რადგან ეგ შეუძლია გამწარებას. ძალიან გამწარებულები არიან ჩვენზე, ჯერ მარტო იმიტომ რომ ერთი ციცქნა ქვეყანა ვართ და მერე 6 ერში შესასვლელ ადგილს ვეცილებით, ეგენი ვეღარ ითმენენ უკვე ფ... ს იხევენ ექვსი ერი და იტალიაში გულავი უნდათ პიცის ჭამა. და ჩვენ ჯიუტად ჩვენდაუნებურად ვედებით ფეხებში ბარიერს ვუქმნით. და ეს იმიტომ ხდება რომ რა თქმა უნდა 6 ერის ბოსებს საქართველოს ნაცვლად ამერიკა აწყობთ, ყველა ევროპელის სისუსტე არის ამერიკა, იმათაც ამერიკაში გულავი უნდათ და ყველანაირად აწყობთ. ორივე რომ მიგვიღონ არა, არ უნდათ.
მზვერავი
26 ნოემბერი 2017 03:45
6
პათოსში გეთანხმები,მართლა სარევანშოდ და სახლში წაგებით გამწარებულები იყვნენ ჩამოსულები,მაგრამ ექვსი ერი რა შუაშია და ამერიკას ექვს ერში რა უნდა,მაპატიე,მაგრამ ვერ გავიგე.ექვსი ერი ევროპული სტრუქტურაა და ამერიკა მანდ ვერანაირად ვერ ჩაერთვება.
სოსო
26 ნოემბერი 2017 10:46
0
და შენ გგონია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა 6 ერში იქაჩებიან? ))
123-ს
26 ნოემბერი 2017 15:47
1
ყველა გამოხმაურება
მარტო ძალისმიერი თამაშით შორს ვერ წავალთ,საჭიროა უფრო მეტი სისწრაფე,კომბინაცია და ხელით თამაში
nykri
25 ნოემბერი 2017 23:08
0
როცა ამ თამაშის შემადგენლობა გამოცხადდა ჩემი კომენტარი იყო - ოოო! ძალიან არ მომეწონა, მაგრამ თუ ექსპერიმენტებია საკეთებელი რაც შეიძლება მალე და ასეთ გუნდებთან უნდა აკეთო, ამას მსოფლიო თასზე ვერ ვიზამთ.

ამ სამ თამაშში თითქმის ყველა ახალმა ჩააბარა გამოცდა (ვერ ჩაბარებულებზე ცალკე), მოდებაძე ისე თამაშობს ამ პოზიციაზე თითქოს 50 კეპი მაინც ქაონდეს მოგრევებული! ძალიან კარგია და დამაჯერებელი მათიაშვილი, კოშაძე, კვესელაძე! ცოტა უცნაური შეგრძნება მაქ ბეკოშვილთან. ალბათ სტაბილურობა აკლია. აფრასიძე ჩემი აზრით ვასკას მალე ჩაუქროლებს და მერე ვნახოთ დაეწევა კი ოდესმე?

ყველაზე უარყოფითი შთაბეჭდილება ჯინჩველაშვილმა დატოვა. რა თქმა უნდა მელიტონამ ბევრად მეტი იცის ჩვენზე და ალბათ ხედავს რამე ტალანტს ამ ბიჭში, მაგრამ საშინელი ორი თამაში ქონდა. იმედია ვცდები და ამ ორი თამაშის შეფასებით მას გულს არ გავუტეხავ...

... მაგრამ გულს გავუტეხავ მერაბ კვირიკაშვილს! მეკო ძმაო და მეგობარო, კუმირო და ქართული რაგბის ლეგენდავ გაიხედე უკან და გაანალიზე რაც მამუკამ გააკეთა - შეიძლება მამუკაზე მაგრები გვყოლია წარსულში და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გვეყოლება, მაგრამ მისი სახელი მუდმივად ჩვენი გულების დიდების დარბაზში იქნება, როგორც გაუტეხარი, დაუმარცხებელი კაპიტანი, რომელიც გამარჯვებული წავიდა (კალათბურთელი კაპიტანისგან განსხვავებით).

მეკო არა ნაკლები დამსახეურება გაქ ქართული რაგბის წინაშე! მამუკას შედეგები ვინმემ შეიძლება გაიმეოროს მაგრამ ძალიან საეჭვოა ვინმემ შეძლოს! ვიცი მეკო როგორ გიყვართ შენ და რაგბს ერთმანეთი მარა არ არსებობს ეს დრო არ მოვიდეს და ჯობია ეს დრო შენ დათქვა და მოვიდეს (მალე)! არ გაგიჭირდება საქართველოს ნაკრების ბოლო თერთმეტი თამაშის ნახვა და უყურე შენს თამაშს.

ძალიან მინდა ერთა თასზე აბჟანდაძის ხილვა 10 ნომერზე. მისი გამოცდის დროა!
კოტე
26 ნოემბერი 2017 03:13
1
ყოვლად არსწორი მიდგომაა. რას ნიშნავს, გამარჯვებული წადი? ნაკრებს და ქვეყანას სანამ სჭირდები, უნდა იყო და თუ არ სჭირდები კიდევ, მაგას მწვრთნელი გადაწყვეტს! ვინც თავისით წავიდა, იმასაც შეეშალა...
ვვვ
26 ნოემბერი 2017 12:53
2
კოტე,მეკოს ასე უცებ ნუ ჩამოსწერ,გორგოძეც დროზე ადრე წავიდა ნაკრებიდან და ზირაქაც,მეკოს ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს და უკანა ხაზში, ის მსოფლიოს თასზეც საჭირო იქნება,მით უმეტეს რომ მისნაირი სიზუსტით და მანძილიდან ჯარიმებს საქართველოში ვერავინ ვერ ურტყამს,ვერც კარში და ვერც აუტში.თან მისი ისტორიაც გავიხსენოთ,რა გადაიტანა,რა ფიზიკური და ემოციური ტრავმა,ისიც აშკარაა,რომ ამ სტრესიდან უკვე გამოდის და დარწმუნებული ვარ,თამაშს კიდევ მოუმატებს,იმ დონემდე მაინც რომ თითქმის ძველ დონემდე ითამაშოს,მას ხომ ფეხი ყველაზე დაძაბულ სიტუაციებშიც კი არ უკანკალებდა.
სოსო
26 ნოემბერი 2017 10:59
1
ყველა გამოხმაურება
მაქსიმალისტები ვართ ნამდვილად. ..
მოვიგეთ. ვინერვიულეთ.
ამერიკა არაა ხელწამოსაკრავი გუნდი...
იმას რომ გაეტანა 3 ჯარიმა და ასეთი რამეები არ გვინდა..
ბებიაჩემს რომ ... ჰქონოდა, პაპაჩემი იქნებოდა..
გია
25 ნოემბერი 2017 23:16
1
მოგიწოდებთ კორექტულობისკენ და გთხოვთ აღკვეთოთ სექსისტური გამოხტომები თუ გენდერული დისკრიმინაცია. ბებოსაც ისეთივე უფლებები და სამოქალაქო სტატუსი ეკუთვნის, როგორც პაპას!
თუნდაც ანატომიურად "ნაკლი" გააჩნდეს!:)))))))))))
გაფრთხილება
26 ნოემბერი 2017 11:51
0
აჰაჰაჰა ბებია-პაპის თემამ დაგლიჯა!
ლევანი
26 ნოემბერი 2017 11:39
1
მადლობა ბიჭებს მე ვფიქრობ რომ სულაც არაა საგანგაშოდ საქმე ჩვენც კინაღამ გავუთანაბრეთ უელს და უკვე უელსის დონის გუნდი ვართ? არც ამერიკას ვჯობივართ ისე როგორც უელსი ჩვენ ასე რომ მადლობა რუგბისტებს და ერთად ყველაფერს გადავლახავთ და მივაღწევთ
antaress
25 ნოემბერი 2017 20:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული