რაგბი

ეროვნული ნაკრები

საქართველოსა და ბელგიის მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია

AutoSharing Option
საქართველოსა და ბელგიის ნაკრების მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ჩვენი მორაგბეთა ნაკრები, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ეგიდით, ბელგიას ქუთაისის "აია არენაზე" 10 თებერვალს უმასპინძლებს.

აღნიშნული სტადიონი 4860 მაყურებელს იტევს, ქუთაისში საქართველოს სარაგბო ნაკრები კი 2005 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს "ტვ იმედი" შემოგთავაზებთ.