რაგბი

ეროვნული ნაკრები

მილტონ ჰეიგი: პროგრესისთვის გვესაჭიროება მეტი ფინანსური მხარდაჭერა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

- ბუნებრივია, ესპანეთმა ბოლო მატჩში გამარჯვებით თავისი ძალა დაამტკიცა. ხვალ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ როგორ ვითამაშებთ და რას წარმოვადგენთ.

ის მომენტი, რომ ეს გუნდი ერთა ლიგაში არის ყველაზე ძლიერი, დამტკიცდა რუმინეთთან და რუსეთთან თამაშით.

- ესპანეთმა დაამარცხა რუმინეთი და რუსეთი. ესპანეთის პროგრესით რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ?
- ესპანეთში რამდენჯერაც ვითამაშეთ, ყველაზე რთული იყო. თუ გახსოვთ, პირველ თამაშშიც ესპანეთთან დავმარცხდით. ჩვენს ინტერესში არის, რომ უფრო ძლიერ გუნდებთან ვითამაშოთ და შესაბამისად,
ესპანეთის პროგრესი ჩვენთვის კარგია.

- განაცხადში ვერ მოხვდა მერაბ კვირიკაშვილი. რაიმე ტრავმა აქვს თუ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა?
- მეკოს რაც შეეხება, მას ჰქონდა მცირე პრობლემები, მას სჭირდებოდა რეაბილიტაცია და ბოლო ორი თამაშისთვის ის ჩვენს გუნდში მოიაზრება.

- რას გვეტყვით ამ ტურნირზე რაგბი ევროპის თასზე, რა მნიშვნელობა აქვს აქ ასპარეზობას?
- რაგბი ევროპის ჩემპიონატი არის ტურნირი, რომელიც ტრადიციულია და ჩვენ ვალდებულები ვართ, მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენი ნაკრები ამ ტურნირის წყალობით ხშირად იკრიბება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტურნირისთვის გავიზარდეთ და გვჭირდება სხვა ასპარეზი. ხვალ ესპანეთთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ყველას უნდა დავანახოთ, თუ რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს.

- რამდენად ოპტიმალური შემადგენლობით ვართ ხვალინდელი მატჩისთვის და ეს არის თუ არა ოპტიმალური მსოფლიო ჩემპიონატისთვის?
- რთული ამაზე პასუხის გაცემა, გვაკლია მოთამაშეები და არის რაღაც ტრავმები. ეს არის ამჟამად ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონამდე 18 თვეა და ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად გავინაღდეთ მოხვედრა, გუნდი ემზადება შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სანაკრებო შტაბში დავიმატეთ ორი პროფესიონალი სრულ განაკვეთზე და ნაკრები არის დაკომპლექტებული იმ სპეციალისტებით, ვინც აუცილებლად გვჭირდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნაკრების პროგრესისთვის გვესაჭიროება მეტი ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენს ნაკრებს ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა ჩვენ იმ სიმაღლეზე ავედით, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა გვჭირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი 3 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.