რაგბი

ეროვნული ნაკრები

მილტონ ჰეიგი: ყველაფერი როგორც გვინდა ისე არ ხერხდება

AutoSharing Option
საქართველო მორაგბეთა ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევის შემდეგ (23:10), საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ პრესკონფერენცია გამართა.

- პირველ ტაიმში ყველა შემთხვევაში ჯარიმას ვურტყამდით, ეს ახალი ტაქტიკაა თუ რაიმე სიახლეა

- გიორგი ნემსაძე: ჩემი გადაწყვეტილება იყო რომ 7 ქულას გადავცდენოდით და მერე გვეთამაშა ლელოებზე.

- თუ მოგეწონათ თამაში და დარჩით ხარისხით კმაყოფილი?

მილტონ ჰეიგი: გუშინაც ვისაუბრეთ ამაზე და დღესაც გავიმეორებ, ესპანეთი კარგი გუნდია და კარგად ასპარეზობს. მიმაჩნია, რომ მოთმინება კარგად გამოვიყენეთ და გარკვეული მცდელობები სამწუხაროდ არ გამოგვივიდა.

-
მორაგბეები ცოტა შეზღუდულები ჩანან. ხომ არ არის ფსიქოლოგიური წნეხი? რა იწვევს იმას, რომ გარემარბები მხოლოდ თავის ხაზზე დარბიან და არ გადადიან სხვა მხარეს დასახმარებლად? იმიტომ, რომ იყო გარკვეულ მომენტებში ამის საჭიროება.
- არა, ფსიქოლოგიური წნეხი არა რის. ჩვენც გვინდა ერთმა ფრთამ მეორეზე გადაირბინოს, ვმუშაობთ ამაზე და არანაირი ზეწოლა არ არის.

- დღეს დაგვაკლდა სწრაფი რაგბი და ერთ-ერთი ყველაზე ნელი თამაში ვითამაშეთ. ეს ესპანეთის კარგი დაცვის ბრალი იყო თუ რატომ მოხდა ასე?
გიორგი ნემსაძე:
კარგად აღნიშნეთ, რომ კარგი დაცვა ჰყავდათ და გვიკეტავდნენ სივრცეებს. ესპანეთის ნაკრებს დღეს მოვიაზრებთ სუსტ გუნდად, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. მათ რუმინეთი და რუსეთი დაამარცხეს, ხოლო ჩვენც გვიზღუდავდნენ გარკვეულ სივრცეებს.

მილტონ ჰეიგი:
ბოლომდე იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ ნელი თამაში იყო. გვქონდა სწრაფი გარღვევებიც, მაგრამ ყველაფერი როგორც გვინდა ისე არ ხერხდება. ესპანეთი კარგი გუნდია და არ არის გამორიცხული, მსოფლიო თასზეც გავიდნენ.

გავრცელდა ინფორმაცია რომ 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დატოვებთ საქართველოს ნაკრებს, რამდენად რეალურია ეს?

- ახლა ჩემი ფიქრის ობიექტი არის მსოფლიო თასისთვის მომზადება და იმის იქეთ არ ვიყურები. როცა დასრულდება მსოფლიო თასი, დავსხდებით მე და რაგბის კავშირის პრეზიდენტი და კონტრაქტზე ვისაუბრებთ.